გურგენი (VI საუკუნე)
(გადამისამართდა გვერდიდან გურგენი (VI ს.))
გურგენი — ქართლის მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში. მოხსენიებული ჰყავს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. ქართულ ისტორიულ წყაროებში არ იხსენიება. 523 გურგენი მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ბიზანტიას შეაფარა თავი. პროკოპი კესარიელის ცნობით, იმავე 523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტიის წყაროებით ირკვევა, რომ გურგენი არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერთხანს მის შემდეგაც გრძელდებოდა მეფობა.
გურგენი | |
---|---|
იბერიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 519 |
მმართ. დასასრული: | 523 |
წინამორბედი: | ბაკურ III |
მემკვიდრე: | ფარსმან VI |
დინასტია: | სასანიანები |
ლიტერატურარედაქტირება
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 312, თბ., 1978 წელი.
წინამორბედი: ბაკურ III |
იბერიის მეფე 519 - 523 |
შემდეგი: ფარსმან VI |