გურამ ჯაფარიძე
გურამ ჯაფარიძე (დ. 8 აპრილი, 1938 — გ. 16 ივლისი, 2016) — ქართველი გამომგონებელი, მეცნიერი, ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგურამ ჯაფარიძე დაიბადა 1938 წლის 8 აპრილს და გარდაიცვალა 2016 წლის 16 ივლისს. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული ტრანსპორტის ფაკულტეტი.
1961-1962 წლებში იყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1962-1974 წლებში სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1968). 1974-2000 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2000 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ელექტრომექანიზებული დანადგარების ხარისხიანი ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების საკითხებზე. მისი თანაავტორობით და მონაწილეობით დამუშავდა და რეალიზებულ იქნა ჩაის უნივერსალური სასხლავ-საკრეფი, მაღალი სიხშირის დენზე მომუშავე ხელის აპარტები და მათი ელექტროენერგიით მომარაგების სისტემა (როგორც ცენტრალიზებული, ასევე ავტონომიური კვების წყარო). მუშაობდა სამეურნეო წარმოების მართვის ავტომატიზებული სისტემების და რესურსების განაწილების (ოპტიმალური და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება) საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის 5 გამოგონების ავტორი.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია, თბილისი, 2016, გვ.449