გურამ მაქაცარია
გურამ მაქაცარია (დ. 8 მარტი, 1949) — ქართველი პოლიტიკოსი.
გურამ მაქაცარია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1949 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1972-1973 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1973 წლიდან იყო რუსთავის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ავტომატმრეწვის“ უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).