გურამ გეგეშიძე

ქართველი მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გეგეშიძე.

გურამ შალვას ძე გეგეშიძე (დ. 21 ივლისი, 1934 — გ. 2 მარტი, 2020) — ქართველი მწერალი.

გურამ გეგეშიძე
დაბადების თარიღი 21 ივლისი, 1934(1934-07-21)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 2020(2020-03-02)[1] (85 წლის)
საქმიანობა მწერალი და რომანისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი მოკლე რომანი
Magnum opus სტუმარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, ქ. თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმი“. იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. პირველი წიგნი „მზეა, თბილა“ 1965 წელს დაწერა. ეს პუბლიკაციები იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი ( ქალ-ვაჟი), ექვსი შვილიშვილი.

გამოქვეყნებული წიგნები

რედაქტირება
  • „მზეა, თბილა“ – მოთხრობების კრებული(1965)
  • „ცოდვილი“ – რომანი (1966)
  • „სიშორე“ – მოთხრობების კრებული (1967)
  • „შურისძიება“ (1968)
  • „დევნილი“ – მოთხრობა (1968)
  • „სტუმარი“ – რომანი (1970)
  • „მოთხრობები“ (1971)
  • რომანების ტომი სათაურით „ორი რომანი“ (1978)
  • „ხმა მღაღადებლისა“ – რომანი (1982)
  • „აპრილი“ - მოთხრობების კრებული (1985)
  • თხზულებათა „ერთტომეული“ (1987)
  • „ჟამი“ – მოთხრობები (1989)
  • პუბლიცისტურ-კრიტიკულ თხზულებათა კრებული „სიტყვები“ (1990)
  • „სისხლის წვიმები“ – რომანი (1993)
  • "ნაცრის კოშკი" – რომანი (2001)
  • დევნილი და სხვა მოთხრობები (2009)

ეს წიგნები დაბეჭდილია გამომცემლობა „მერანის“ და „საბჭოთა საქართველოს“ მიერ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • „კაშხალი მთაში“, სცენარის ავტორი, 1979 წ.
  • „დიდი მწვანე ველი“, როლი: მთავარი გეოლოგი, 1967 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მწერალი გურამ გეგეშიძე გარდაიცვალა