გურამ ბარნოვი
გურამ ბარნოვი (დ. 8 თებერვალი, 1931, თბილისი — გ. 27 ივნისი, 2017, თბილისი [წყარო არ არის მითითებული 475 დღე]) — ქართველი ფილოლოგი.
გურამმა 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1958—1966 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1966—1989 წლებში კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1988 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე გახდა და ეს პოზიცია 1993 წლამდე ეკავა. 1989 წლიდან, 1992 წლამდე გურამი იყო ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ხოლო 1992 წლიდან, 1993 წლამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 1993 წლიდან კი დირექტორი.
გურამ ბარნოვი შემდეგი წიგნების ავტორია: „ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ხალხური წყაროები“, „წერილები“ (60-ზე მეტი წერილი).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ვაჟა-ფშაველას პოეზიის ხალხური წყაროები“ 1991 წელს დაიცვა, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა — „მხატვრული სიტყვა და თანამედროვე სალიტერატურო კრიკიტიკა“ კი 1993 წელს.
გურამ ბარნოვს მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემია, საუკეთესო კრიტიკული წერილებისათვის 1985 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „წერილები“ (ავტორი) — თბილისი, მერანი, 1989 წ. 215 გვ.
- „ვაჟა-ფშაველას პოეზიის ხალხური წყაროები“ (ავტორი) — თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1960 წ. 68 გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი“. თბილისი, 1996—1997, გვ. 35.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გურამ ბარნოვი — ბიოგრაფიული ლექსიკონი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა