გულხანდისის ეკლესია
გულხანდისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ გულხანდისში. აგებულია შუა საუკუნეებში.
გულხანდისის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | გულხანდისი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. ის დაუდევრადაა აღდგენილი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ქვით კირ-დუღაბზე. ქვედა რიგებში და კუთხეებში შედარებით დიდი ზომის ქვებია გამოყენებული, აღდგენილი ნაწილი პატარა ქვებითაა ამოყვანილი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ამავე კედელში აღდგენის დროს ჩაუყოლებიათ სწორკუთხა სარკმელი. გადახურულია აზბესტით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38172