გუთიები — ნახევრად მომთაბარე ტომები, რომლებიც ძვ. წ. III–II ათასწლეულში ცხოვრობდნენ ზაგროსის მთიანეთში, თანამედროვე აზერბაიჯანისა და ქურთისტანის ტერიტორიაზე. გუთიების ენაზე მცირე რამაა ცნობილი.[1] გაურკვეველია მათი ეთნიკური ვინაობის საკითხიც. არსებობს მოსაზრება, რომ გუთიები ენათესავებოდნენ ხური-ურარტულ ტომებს და კავკასიურ სამყაროს. საბჭოთა ისტორიკოსები ი. დიაკონოვი და ი. ალიევი ფიქრობდნენ, რომ მათი სახელი უკავშირდება ალბანელების უძველეს სახელწოდებას — უტიებს. დაახლოებით ძვ. წ. 2200 წელსგუთიებმა დაარბიეს აქადი და თითქმის ასი წლით გაბატონდნენ მესოპოტამიაში. ძვ. წ. I ათასწლეულში მესოპოტამიის მკვიდრნი „გუთეებს“ უწოდებდნენ მათგან ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მცხოვრებ სხვადასხვა ხალხებს.

ლიტერატურა

რედაქტირება