გუგენჰაიმის მუზეუმი (აბუ-დაბი)

გუგენჰაიმის მუზეუმი (აბუ-დაბი)—სოლომონ რ. გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფილიალი აბუ დაბიში (ინგლ.Guggenheim Abu Dhabi Museum) არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

კუნძული საადიათი- გუგენჰაიმის მუზეუმი-السعديات أيسلندا - متحف غوغنهايم
მუზეუმის მაკეტი

სოლომონ გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ახალი შენობა აბუ-დაბიში აშენდება. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 680 მილიონია აშშ დოლარია.

სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მიერ 1937 წელს დაარსებული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორის რიჩარდ არმსტრონგის თქმით, სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება. აღნიშნული განცხადება მან „აბუ დაბის კულტურულ სამიტზე“ გააკეთა.

შენობის დიზაინი ამერიკელ არქიტექტორს ფრენკ გერის ეკუთვნის. მუზეუმში 18.000 კვადრატული მეტრი დაეთმობა საგამოფენო სივრცეს, ხოლო გალერეას-13.000 კვადრატული მეტრი.

Construction Week Online-ს ინფორმაციით, შენობას ააშენებენ ლუვრის მუზეუმის მახლობლად საადიათის კუნძულზე და გახდება ნიუ იორკის მუზეუმის მეხუთე - ყველაზე დიდი ფილიალი. მისი ზომა 12-ჯერ აღემატება ორიგინალს. მასში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების, მათ შორის, Pop-Art-ის ნიმუშები.[1][2]

ისტორია რედაქტირება

 
მონა ლიზა აბუ დაბის გუგენჰაიმის მუზუმის შესასვლელში

2006 წლის 8 ივლისს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში განაცხადეს, რომ ნიუ იორკში  სოლომონ რ. გუგენჰემის ფონდთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, გუგენჰაიმის მუზეუმის მშენებლობის შესახებ  საადიათის კუნძულზე.[3]

2008 წელს  გუგენჰაიმის ფონში განაცხადეს, რომ "აბუ დაბის ტურიზმის განვითარების და ინვესტიციის კომპანია ... მუზეუმის მფლობელი იქნება“ ხოლო "გუგენჰაიმის ფონდი შექმნის და მართავს" მის პროგრამას. [4]

სოლომონ რ. გუგენჰეიმის ფონდის თავმჯდომარე უილიამ მაკის თქმით, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნებს შორის მომავალი კულტურული თანამშრომლობის განვითარებისათვის. აბუ დაბის მეფისნაცვალმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა აღნიშნა, რომ "ხელმოწერა წარმოადგენს აბუ დაბის მთავრობის გადაწყვეტილებას, შექმნას მსოფლიო კლასის კულტურული დანიშნულების ადგილი როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობისათვის , ისე ვიზიტორებისთვის. [4]

მდებარეობა რედაქტირება

 
პავილიონები

გუგენჰეიმის შენობა ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს ”შექმნას საგამოფენო სივრცე  და გადააქციოს ოდესღაც უდაბნოში მდებარე მიძინებული დედაქალაქი სპარსეთის ყურის სანაპიროზე  ხელოვნების საერთაშორისო დედაქალაქად და ტურისტულ იდანიშნულების ცენტრად [5]. გუგენჰეიმის ყოფილმა დირექტორმა თომას კრენსმა აღნიშნა, რომ ”ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარებადი რეგიონია მსოფლიოში თანამედროვე კულტურის თვალსაზრისით” .[6][7]

საადიათის კუნძულზე ასევე მდებარეობს  ჟან ნუველის მიერ დაპროექტებული  ხელოვნების მუზეუმი აბუ დაბის ლუვრი, რომელიც 2017 წელს გაიხსნა.[8] დამატებით დაგეგმილ ობიექტებში შედის შეიხ ზაიედის ეროვნული მუზეუმი, რომელიც შეიმუშავა ბრიტანულმა სამშენებლო კომპანია Foster and Partners- მა ლორდ ნორმან ფოსტერის ხელმძღვანელობით, ზაჰა ჰადიდის პროექტით შექმნილი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი,აბუ დაბიში ნიუ იორკის უნივერსიტეტის კამპუსი,  ტადაო ანდოს მიერ კონცეპტუალური დიზაინით შექმნილი საზღვაო მუზეუმი, ასევე  ხელოვნების  რამდენიმე პავილიონი.[9]

სქოლიო რედაქტირება

  1. Crook, Lizzie. "Construction set to begin on Frank Gehry's long-awaited Guggenheim Abu Dhabi", Dezeen.com, May 8, 2019
  2. Crane, Jim (July 8, 2006). "Guggenheim to Build Museum in Abu Dhabi". CBS News. Archived from the originalon 2008-05-26. Retrieved 2008-09-23.
  3. Krane, Jim (July 8, 2006). "Guggenheim to Build Museum in Abu Dhabi". CBS News. Archived from the originalon 2008-05-26. Retrieved 2008-09-23.
  4. 4.0 4.1 "Abu Dhabi to build Gehry-designed Guggenheim Museum". 8 September 2008. Retrieved 2008-10-05.
  5. "Fatah, Hassan. "Celebrity Architects Reveal a Daring Cultural Xanadu for the Arab World", The New York Times, February 1, 2007, accessed April 2, 2012
  6. "French Culture Minister heads delegation to UAE capital to seal Louvre Abu Dhabi operating framework". AME Info. 7 January 2008. Archived from the original on 30 October 2008. Retrieved 2008-09-16.
  7. "Critchlow, Andrew (July 8, 2006). "Guggenheim to Open Gehry-Designed Museum in Abu Dhabi". Bloomberg.com. Retrieved 2008-10-01.
  8. "McGivern, Hannah, Aimee Dawson and Anna Somers Cocks. "Louvre Abu Dhabi opens but questions over welfare of migrant workers persist",[მკვდარი ბმული] The Art Newspaper,
  9. Louvre Abu Dhabi[მკვდარი ბმული] Archived 2012-02-17 at the Wayback Machine, Universes in Universe, published November 2007. Retrieved 24 September 2008