გრიფინები (სეზონი 8)

ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მერვე სეზონის პირველი ეპიზოდის, Road to the Multiverse-ის პრემიერა გაიმართა FOX Network-ზე, 2009 წლის 27 სექტემბერს, უკანასკნელი ეპიზოდის, Something, Something, Something, Dark Side კი ტელეეკრანებზე 2010 წლის 23 მაისს გამოჩნდა. სიუჟეტი ტრიალებს გრიფინების ოჯახის ირვგვლივ, რომლის წევრებიც არიან პიტერ გრიფინი, ლოის გრიფინი, მეგ გრიფინი, კრის გრიფინი, სტიუი გრიფინი და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიან გრიფინი. სეზონის აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ კრის შერიდანი, დეივიდ გუდმანი, დენი სმითი, მარკ ჰენთმანი, სტივ კალაგანი და სეთ მაკფარლეინი. შოურანერები იყვნენ ჰენთმანი და კალაგანი.

გრიფინები (სეზონი 8)
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 16
ეთერი
ორიგინალური არხი FOX
ეთერში 27 სექტემბერი, 2009 – 20 ივნისი, 2010
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 7
შემდეგი →
სეზონი 9
გრიფინების ეპიზოდების სია

სეზონმა კრიტიკოსებისაგან შერეული შეფასება მიიღო. ნეგატიური შეფასებების ერთ-ერთი მიზეზი იყო ორიგინალური კონტენტის ნაკლებობა, პოზიტიური შეფასებები კი განპირობებული იყო სეზონის საბოლოო ნაწილით, რომელმაც მოიშორა ძველი ტრადიციები და სცადა შეექმნა რაღაც ნამდვილად განსხვავებული. მერვე სეზონის ფარგლებში გამოვიდა არაერთი საკამათო და სკანდალური ეპიზოდი: Road to the Multiverse, Something, Something, Something, Dark Side, Dog Gone, Extra Large Medium, Brian & Stewie, Quagmire's Dad, Partial Terms of Endearment (რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტელესივრცეში საერთოდ აკრძალეს).

XXI ეპიზოდიდან VIII გამოვიდა მე-8 სეზონის DVD-დისკზე, დანარჩენები კი მეცხრე სეზონის დისკს მოჰყვა.

ეპიზოდები რედაქტირება

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
1271„Road to the Multiverse“გრეგ კოლტონიუელესლი უაილდი27 სექტემბერი, 2009 (2009-09-27)7ACX0610.17[1]
სტიუის შექმნილი პულტის დახმარებით ის და ბრაიანი სხვადასხვა პარალელურ სამყაროებში „დაეხეტებიან“.
1282„Family Goy“ჯეიმზ პარდამიმარკ ჰენტემანი4 ოქტომბერი, 2009 (2009-10-04)7ACX019.66[2]
ლოისი შემთხვევით იგებს, რომ ებრაელია. პიტერი იწყებს სინაგოგაში სიარულს, ატარებს არაჩხინს და ეწევა კონსერვატორი იუდეველის ცხოვრებას. მალევე, მას ეცხადება გარდაცვლილი მამანაცვალის სული, რის გამოც პიტერი ოჯახის კათოლიკურად გადაქცევის გადაწყვეტილებას იღებს.
1293„Spies Reminiscent of Us“სინდი ტენგიალეკ სულკინი11 ოქტომბერი, 2009 (2009-10-11)7ACX038.88[3]
კლივლენდის სახლში აგენტები ცხადდებიან, რომლებიც ბრაიანთან და სტიუსთან ერთად რუსეთში საიდუმლო მისიაზე მიემგზავრებაინ. ამავე დროს, პიტერი მეგობრებთან ერთად ცდილობს შექმნას იმპროვიზაციაზე დაფუძნებული კომიკური ჯგუფი.
1304„Brian's Got a Brand New Bag“პიტ მიშელსიტომ დევანი8 ნოემბერი, 2009 (2009-11-08)7ACX027.38[4]
ბრაიანი მოხუც ქალთან იწყებს შეხვედრებს, რის გამოც გრიფინები დასცინიან. მათი ჯიბრით, ბრაიანი ქალს ცოლად გაყოლას სთავაზობს.
1315„Hannah Banana“ჯონ ჰოლმკვისტიჩერი ჩევაპრავატდუმრონგი8 ნოემბერი, 2009 (2009-11-08)7ACX057.73[5]
სტიუი და ბრაიანი ჰანა მონტანას კონცერტის კულისებში ხვდებიან და არკვევენ, რომ ის რობოტია. ამავე დროს, კრისი წარმატებულად უმტკიცებს ოჯახს, რომ ბოროტი მაიმუნი არსებობს.
1326„Quagmire's Baby“ჯერი ლენგფორდიპატრიკ მეიგანი15 ნოემბერი, 2009 (2009-11-15)7ACX048.28[6]
თავის კარებთან ქუაგმაირი პოულობს პატარა გოგონას, რომელიც მისი უკანანო შვილია. ამავე დროს, სტიუი თავის კლონს ქმნის.
1337„Jerome Is the New Black“ბრაიან აილსიჯონ ვინერი22 ნოემბერი, 2009 (2009-11-22)7ACX087.38[7]
პიტერი, ჯო და ქუაგმაირი ცდილობენ ახალი შავკანიანი მეგობრის პოვნას (კლივლენდა კუაჰოგი დატოვა). ისინი პოულობენ ჯერომს, რომელიც პიტერის გარდა ყველას მოსწონს. მისი უკმაყოფილების მიზეზია ფაქტი, რომ ჯერომი ადრე ლოისს ხვდებოდა. ამავე დროს, ბრაიანი ცდილობს გაარკვიოს მის მიმართ ქუაგმაირის ზიზღის მიზეზი.
1348„Dog Gone“იულიუს ვუსტივ კალაჰანი29 ნოემბერი, 2009 (2009-11-29)7ACX078.48[8]
ნასვამი ბრაიანი მანქანით ძაღლს კლავს. როდესაც იგი ყველაფერს აცნობიერებს, აღმოჩნდება, რომ საზოგადოებას არ აღელვებს ძაღლების სიკვდილი. ამავე დროს, გრიფინების ოჯახში მუშაობას იწყებს ესპანელი მოახლე კონსუელა.
1359„Business Guy“პიტ მიშელსიენდრიუ გოლდბერგი და ალექს კარტერი13 დეკემბერი, 2009 (2009-12-13)7ACX117.67[9]
პიტერი აწყობს უცოლოთა წვეულებას, რომელზეც კარტერ პიუტერშმიდტი ცუდად ხდება და კომაში ვარდება. ლოისი მამის საკუთრებაზე სრულ უფლებას იღებს, თუმცა, პიტერი ცოლს არწმუნებს ბიზნესის წარმოება მას მიანდოს.
13610„Big Man on Hippocampus“დომინიკ ბიანკიბრაიან სკალი3 იანვარი, 2010 (2010-01-03)7ACX098.10[10]
პიტერს ამნეზია ემართება, რის გამოც იგი თავის ოჯახს ივიწყებს და სხვა ქალს ხვდება. ლოისი შვილებთან ერთად პიტერისგან მიდის, ამ ყველაფერს კი თავის სასარგებლოდ ქუაგმაირი იყენებს.
13711„Dial Meg for Murder“სინდი ტენგიენდრიუ გოლდბერგი და ალექს კარტერი31 იანვარი, 2010 (2010-01-31)7ACX126.21[11]
ბრაიანი ჟურნალის რედაქციაში იწყებს მუშაობას. მისი პირველი დავალებაა სტატიის დაწერა საშუალო ამერიკელ გოგონაზე. მეგზე დაკვირვების შემდეგ, იგი იგებს, რომ მეგი ციხეში მყოფ ლიუკს ხვდება. მალევე, ლიუკი ციხიდან გაიქცა და გრიფინების სახლში დაიმალა.
13812„Extra Large Medium“ჯონ ჰოლმკვისტისტივ კალაჰანი14 თებერვალი, 2010 (2010-02-14)7ACX146.42[12]
კრისი და სტიუი რამდენიმე დღით ქრებიან. ლოისმა არ იცის, რა გააკეთოს, თუმცა, მედიუმი მას არწმუნებს, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. ამის შემდეგ პიტერს და ლოისს მედიუმები იტაცებს. პიტერი საერთოდაც თვლის, რომ მას ექსტრასენსული შესაძლებლობები აქვს. ამავე დროს, კრისს დაუნის სინდრომით დაავადებული გოგო უყვარდება.
13913„Go, Stewie, Go!“გრეგ კოლტონიგერი ჟანეტი14 მარტი, 2010 (2010-03-14)7ACX156.72[13]
გოგონა კარინაში გადაცმული სტიუი ცდილობს მოხვდეს შოუ სახალისო ფერმის ამერიკულ ვერსიაზე მოხვდეს. ამავე დროს, ლოისს შურს მეგის, რადგანაც უკანასკნელს ახალი შეყვარებული ჰყავს.
14014„Peter-assment“იულიუს ვუკრის შერიდანი21 მარტი, 2010 (2010-03-21)7ACX166.65[14]
პიტერი სამსახურში კონტაქტური ლინზებით დადის, რაც ძალიან მოსწონს მის უფროსს. მას პიტერი უყვარდება და მას მეძიებლობს. ამავე დროს, სტიუი სკოლის თეატრალურ გამოსვლაში მონაწილეობს, თუმცა, აღმოჩნდება, რომ სცენის შიში აქვს.
14115„Brian Griffin's House of Payne“ჯერი ლენგფორდისპენსერ პროტერი28 მარტი, 2010 (2010-03-28)7A7ACX137.27[15]
სახლის სარდაფში სტიუი პოულობს ბრაიანის მიერ დაწერილ სცენარს. ლოისი სცენარის წაკითხვის შემდეგ სთავაზობს ბრაიანს მისი ნაწერი CBS-ს მიყიდონ. ტელეკომპანია სცენარს ყიდულობს და მის მიხედვით დრამას დგავს, რომელსაც ჯეიმზ ვუდი სიტკომად აქცევს. ამავე დროს კრისი და მეგი ჩხუბობენ და კინაღამ სტიუისაც კლავს.
14216„April in Quahog“ჯოსეფ ლიჯონ ვინერი11 აპრილი, 2010 (2010-04-11)7ACX186.93[16]
კუაჰოგის ტელევიზია აცხადებს, რომ 24 საათში დედამიწას შავი ხვრელი გაანადგურებს. ამის შემდეგ კუაჰოგის ყველა მცხოვრები ცდილობს ბოლო დღე განსაკუთრებულად გაატაროს. ერთ დღეში ირკვევა, რომ ყველაფერი პირველი აპრილის ხუმრობა იყო. პიტერს, რომელმაც თავის ოჯახს ყველაფერი სიკვდილის წინ უთხრა, სახუმაროდ არ აქვს საქმე.
14317„Brian & Stewie“გერი ჟანეტიჯონ ვინერი2 მაისი, 2010 (2010-05-02)7ACX207.68[17]
ბრაიანი და სტიუი შემთხვევით ჩაიკიტნენ ბანკის ვიწრო სეიფში. ისინი გაქცევის გეგმის შემუშავებას ცდილობენ, რადგანაც ერთად დიდხანს ყოფნა მათთვის საკმაოდ რთულია.
14418„Quagmire's Dad“პიტ მიშელსიტომ დევანი9 მაისი, 2010 (2010-05-09)7ACX197.22[18]
ქუაგმაირს სტუმრობს მამამისი დენი, რომელიც მალე ქალი ხდება. ბრაიანი, რომელმაც ამის შესახებ არ იცის, სექსუალურ ურთიერთობაში შედის დენ-იდასთან, რაც იწვევს პიტერის შოკს და ქუაგმაირის გაბრაზებას.
14519„The Splendid Source“ბრაიან აილსიმარკ ჰენტემანი16 მაისი, 2010 (2010-05-16)7ACX177.59[19]
პიტერი, ქუაგმაირი და ჯო იწყებენ თავგადასავალს, რათა ყველა უხამსო ხუმრობის წყარო იპოვონ. გზაში ისინი კლივლენდ ბრაუნს ხვდებიან.
14620„Something, Something, Something, Dark Side“დომინი პოლჩინოკირკერ ბატლერი23 მაისი, 2010 (2010-05-23)6ACX21 6ACX226.13[19]
პიტერი წინასწარმეტყველებს ვარსვკვლავური ომების V ეპიზოდის სიუჟეტს.
14721„Partial Terms of Endearment“ჯოსეფ ლიდენი სმითი20 ივნისი, 2010 (2010-06-20)7ACX10ცნობილი გახდება
ლოისის მეგობარი მას სუროგატულ დედობას სთხოვს. ლოისი თანხმება. როდესაც მისი მეგობარი მოულოდნელად კვდება, ლოისმა არ იცის, რა ქნას. გრიფინების ოჯახი ამ საკითხზე დავას იწყებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Gorman, Bill. (2009-09-28) Updated TV Ratings: Sunday Night Football Wins; Cleveland Show Large; Housewives Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-04. ციტირების თარიღი: 2009-12-15.
  2. Gorman, Bill. (2009-10-05) TV Ratings: Sunday Night Football Wins; Three Rivers Runs Dry. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-08. ციტირების თარიღი: 2009-12-15.
  3. Gorman, Bill. (2009-10-12) TV Ratings: Of Course, NBC & Football Win; Three Rivers Ratings Flatline. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-15. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  4. Gorman, Bill. (2009-11-09) TV Ratings Sunday: Cowboys Point NBC To Win; Housewives, Brothers & Sisters Hit Lows. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  5. Gorman, Bill. (2009-11-09) Cowboys Point NBC To Win; Housewives, Brothers & Sisters Hit Lows. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2009-11-14.
  6. Gorman, Bill. (2009-11-16) TV Ratings Sunday: Football Wins For NBC; Housewives, Three Rivers, Cold Case All Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2009-11-16.
  7. Gorman, Bill. (2009-11-23) TV Ratings Sunday: American Music Awards Rivals Football; Cold Case No Better At 9pm. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-24. ციტირების თარიღი: 2009-11-23.
  8. Gorman, Bill. TV Ratings Sunday: Of Course Football Wins; Fox Animation Bounces Back; ABC Slumps. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-02. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
  9. Gorman, Bill. TV Ratings Sunday: Football Wins, Oprah's Christmas Rates Below Brothers & Sisters. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-17. ციტირების თარიღი: 2009-12-14.
  10. Gorman, Bill. (2010-01-04) TV Ratings: Sunday Night Football FinishesOn Top; Simpsons, Housewives Return Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2010-01-04.
  11. Gorman, Bill. (2010-02-01) TV Ratings Sunday: Grammy Awards Drown Out The Competition. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-03. ციტირების თარიღი: 2010-02-01.
  12. Seidman, Robert. TV Ratings Sunday: Olympics Take Night, But Undercover Boss Strong in Second Outing. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2010-02-15.
  13. Seidman, Robert. (2010-03-15) TV Ratings: Undercover Boss Beats Trump's Apprentice; Sons Of Tucson Orphaned. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-22. ციტირების თარიღი: 2010-03-15.
  14. Gorman, Bill. (2010-03-22) TV Ratings: NCAA Overrun Boosts CBS; Amazing Race, Undercover Boss Strong. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2010-03-22.
  15. Gorman, Bill. (2010-03-29) TV Ratings: Basketball Elevates CBS; Undercover Boss Still In Charge. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2010-03-29.
  16. Gorman, Bill. (2010-04-12) TV Ratings: Undercover Boss Still Calling The Shots As CBS Wins. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2010-04-12.
  17. Gorman, Bill. (2010-05-03) TV Ratings: Conan Boosts 60 Minutes A Little; While ABC Wins A Slow Sunday. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-05. ციტირების თარიღი: 2010-05-03.
  18. Gorman, Bill. (2010-05-10) TV Ratings: ABC Wins Another Slow Sunday; Amazing Race Lowest Finale Ever; Celebrity Apprentice Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2010-05-10.
  19. 19.0 19.1 Gorman, Bill. (2010-05-17) TV Ratings: Survivor Finale Tops ABC's Finale Sunday, Celebrity Apprentice Ties Series Low. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2010-05-17. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Gorman" defined multiple times with different content; $2