ალან გრინსპენი

(გადამისამართდა გვერდიდან გრინსპენი, ალან)

ალან გრინსპენი (დ. 6 მარტი, 1926, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ეკონომისტი, მეცნიერებათა დოქტორი, ბრიტანეთის სამეფო ორდენის მფლობელი და 1987 წლის 11 აგვისტოდან 2006 წლის 31 იანვრამდე ამერიკის ფედერალური რეზერვის (ამერიკის ცენტრალური ბანკი, შემოკლ. ფედი) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ბრიტანეთის ხაზინის მეთაურის საპატიო (გასამრჯელოს გარეშე) პოსტზე დათანხმდა.

ალან გრინსპენი
მშობლიური სახელი Alan Greenspan
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1926(1926-03-06)[1] [2] [3] [4] (98 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[5]
მოქალაქეობა აშშ
მეუღლე ანდრეა მიტჩელი
საქმიანობა ეკონომისტი, banker[6] , პოლიტიკოსი, მეწარმე და ჯაზმენი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება[7] , Group of Thirty და Objectivist movement
გავლენა მოახდინეს
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, ფრენისის ბოიერის პრემია, ამერიკის სტატისტიკის ასოციაციის წევრი[8] , Paul A. Volcker Lifetime Achievement Award for Economic Policy, honorary doctor of the Hofstra University, honorary doctor of the Katholieke Universiteit Leuven და Financial Times Person of the Year
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შტერნის ბიზნეს სკოლა, ჯულიარდის სკოლა და George Washington Educational Campus
პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური პარტია

კარიერა რედაქტირება

თავდაპირველად ფედის თავმჯდომარის პოსტზე რონალდ რეიგანმა დანიშნა 1987 წელს და მას შემდეგ რამდენიმე ოთხწლიანი ინტერვალებით ხელახლა იქნა დანიშნული 2006 წლის 31 იანვარს პენსიაზე გასვლამდე. ამჟამად პოსტი ბენ ბერნანკემ დაიჭირა. გრინსპენის პირველი წარმატება პოსტზე მისი დანიშვნიდან მცირე ხანში მომხდარი სააქციო ბირჟის კრახის (შავი ორშაბათი) შედეგების შემსუბუქება და 1990-იან წლებში ინტერნეტის სწრაფი გავრცელებით შექმნილი "დოტ-კომ" ეკონომიკური ბუმის (რომლის კულმინაცია 2000 წლის მარტში სააქციო ბაზრის კრახი გახდა) მართვა იყო.

2001 წლიდან მას მწვავედ აკრიტიკებდნენ ფედის ტრადიციული მონეტარული პოლიტიკიდან გადახრისა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადამეტებული მხარდაჭერისთვის. მიუხედავად ამისა, გრინსპენი მაინც ითვლება წამყვან ავტორიტეტად ამერიკის შიდა ეკონომიკასა და მონეტარულ პოლიტიკაში.

გრინსპენი დაიბადა ებრაულ ოჯახში ნიუ-იორკში. სწავლობდა კლარნეტს ჯულიარდის სკოლაში 1943–1944 წლებში და ცნობილია, როგორც ნიჭიერი საქსოფონისტი. შემდეგ ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობს, ბაკალავრის ხარისხს იღებს ეკონომიკაში (summa cum laude) 1948 წელს, ხოლო მაგისტრისას კი 1950 წელს. მოგვიანებით, 1977 წელს, იგივე უნივერსიტეტი მას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ანიჭებს. 2005 წლის 14 დეკემბერს მას ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა კომერციულ მეცნიერებათა საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა, რომელიც მისი მეოთხე ხარისხი გახდა ამ უნივერსიტეტისგან.

გრინსპენი 1997 წლიდან დაქორწინებულია ენ-ბი-სი-ს სატელევიზიო ჟურნალისტ ანდრეა მიჩელზე.

1950-1960-იან წლებში გრინსპენი მეგობრობდა მწერალ-ფილოსოფოს ეინ რანდთან და მისი ობიექტივისტური მოძრაობის პროპონენტი იყო. ამ მოძრაობის ეფუძნებოდა თავისუფალ კაპიტალიზმს, როგორც სოციალურ და ეკონომიკურ ფილოსოფიას. ის წერდა სტატიებს ობიექტივისტური გამოცემებისთვის, ასევე რამდენიმე ესსე აქვს დაწერილი რანდის 1966 წლის წიგნისთვის: "კაპიტალიზმი: უცნობი იდეალი". თუმცა მოგვიანებით ის თავად ობიექტივისტთა კრიტიკის ქვეშ ექცევა.

1948–1953 წლებში გრინსპენი ეკონომიკურ ანალისტად მუშაობს Conference Board-სთვის - ბიზნეს-ინდუსტრიული ორიენტაციის კვლევითი გუნდი ნიუ-იორკში. 1955–2005 წლებში გრინსპენი ნიუ-იორკის ეკონომიკურ-საკონსულტაციო ფირმის "ტაუნსენდ-გრინსპენ და კომპანიის" თავმჯდომარე და შემდეგ პრეზიდენტი ხდება. ამავე დროს 1974–1977 წლებში გრინსპენი ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა პრეზიდენტ ჯერალდ ფორდთან. ასევე მას კორპორაციულ დირექტორად უმსახურია შემდეგ კერძო დაწესებულებებში: Aluminum Company of America (Alcoa); Automatic Data Processing, Inc.; Capital Cities/ABC, Inc.; General Foods, Inc.; J.P. Morgan & Co., Inc.; Morgan Guaranty Trust Company of New York; Mobil Corporation; და The Pittston Company.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. SNAC — 2010.
  2. Encyclopædia Britannica
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Munzinger Personen
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #119446022 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. The Fine Art Archive — 2003.
  7. NNDB — 2002.
  8. Fellows of the American Statistical Association database