გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი (რუს. Григо́рий Бори́сович Кара́син; დ. 23 აგვისტო 1949) — რუსი დიპლომატი. 2005 წლიდან სტატს-მდივანი — რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
გრიგორი კარასინი | |
---|---|
გრიგორი კარასინი | |
მშობლიური სახელი | Григорий Борисович Карасин |
დაბადების სახელი | გრიგორი კარასინი |
დაბადების თარიღი |
23 აგვისტო 1949 მოსკოვი, რუსეთი |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | რუსეთი |
განათლება | უმაღლესი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | დიპლომატი |
ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და ჰაუსა ენებს |
1971 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და ჰაუსას ენებს. დიპლმატიურ სამსახურშია 1972 წლიდან. სხვადასხვა დროს ეკავა დიპლომატიური თანამდებობები რუსეთის საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ (სენეგალი, ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო).
1992—1993 წლებში დაინიშნა რუსეთის საგარეო უწყების აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად. 1993—1996 იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი. 1996—2000 წლებში მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2000—2005 ეკავა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა გაერთიანებულ სამეფოში. 2005 წლის ივლისიდან უკავია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2005 წლის ოქტომბერში დაინიშნა — სტატს-მდივნად — რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილე. ფლობს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიურ რანგს.
მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე კურირებს რუსეთის ფედერაციის ორმხრივ ურთიერთობებს დსთ-ს ქვეყნებთან და მუშაობას ეთნიკურ რუსებთან რუსეთის საზღვარს გარეთ. პასუხს აგებს ფედერალური კრების ურთიერთობასა და მინისტრის საკანონმდებლო საქმიანობაზე. ფლობს რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ჯილდოს.
2012 წლის დეკემბერში მიესალმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშნვას. [1] დვანისა პრობლემის დროს გრიგორი კარასინი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ „საზღვრის“ მოწყობას „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო“ აწარმოებს.[2] 2013 წლის 6 ივნისს მან გაახმოვანა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გაუქმებას შესახებ. იგი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე საზღვრის დემარკაციის საკითხის მოუგვარებლობას პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისთვის იყენებს. მისი განცხადებით „სამხრეთ ოსეთის მხარე არაერთხელ გამოვიდა წინადადებით, საქართველოსთან საზღვრის დემარკაცია დაიწყოს, რისგანაც საქართველო სხვადასხვა მიზეზებით თავს იკავებს“. კარასინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.[3]