გრიგოლ წინამძღვრიშვილი
გრიგოლ წინამძღვრიშვილი (დ. 1823 — გ. 1901) — ქართველი მთარგმნელი. მსახურობდა მეფისნაცვლის კანცელარიაში, იყო თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი. მოღვაწეობდა „ცისკარში“. უმეტესად თარგმნიდა სომხურ თხზულებებს. ითვლება ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ (1853) და მიხეილ ლერმონტოვის „მასკარადის“ (1864) ერთ-ერთ პირველ მთარგმნელად.
ლიტერატურა
რედაქტირებაქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, თბ.: „განათლება“, 1984. — გვ. 424.