გრიშა გულბანი

(გადამისამართდა გვერდიდან გრიგოლ გულბანი)

გრიგოლ (გრიშა) ისიდორეს ძე გულბანი (დ. 13 მაისი, 1921, სოფ. იფარი, მესტიის რაიონი — გ. 9 სექტემბერი, 1991) — ქართველი ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ბიოგრაფია რედაქტირება

გრიგოლ (გრიშა) გულბანი 1921 წელს სოფელ იფარში დაიბადა. ალპინიზმსა და მთამსვლელობაში, მან აქტიური სპორტული კარიერის (1950–1965) განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. საკავშირო პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი. მისი ხელმძღვანელობით სარეკორდო დროში არის განხორციელებული რამდენიმე ურთულესი მარშრუტი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, მისი მეთვალყურეობით არაერთი ცნობილი მთამსვლელი აღიზარდა. ის იყო ერთადერთი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის წევრებს ტრავმაც კი არასოდეს მიუღიათ. გრიგოლ გულბანი 1991 წელს გარდაიცვალა.

ტიტულები რედაქტირება

  • 1951 წელს უშბის ორივე მწვერვალზე სარეკორდო ასვლა. იმავე წელს აილამას ცენტრალური ბასტიონის დაპყრობა.
  • 1952 წელს კავკასიონის დიდი ტრავერსისთვის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედალი.
  • 1954 წელს საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში პამირის მთიანეთში ორი 7000-იანი მწვერვალის დაპყრობა. ნაკრების სახელით უდიდესი მნიშვნელობის მსვლელობა. ენგელსის პიკის დალაშქვრა.
  • 1964 წელი საბჭოთა კავშირის ვერცხლის მედალი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება