გრიგოლ აბაკელია

ქართველი მუსიკოსი და მხატვარი

გრიგოლ აბაკელია (დ. 20 დეკემბერი, 1939, თბილისი — გ. 2 იანვარი, 2016) — ქართველი მუსიკოსი და მხატვარი.

პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს, შემდეგ სწავლა გააგრძელა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1958–1961 წლებს. 1971 წელს კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია. ის არის თოჯინების თეატრის ერთ–ერთი დაამაარსებელთაგანი ქალაქ ახალციხესა და გურჯაანში.

თოჯინების თეატრში სცენოგრაფიული მოღვაწეობის 34 წლის განმავლობაში გრიგოლ აბაკელიას ავტორობით შეიქმნა ორმოცამდე სპექტაკლის სცენოგრაფია. 1975 წელს და 1981 წლიდან 2007 წლამდე იყო თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრის მთავარი მხატვარი. გრიგოლ აბაკელია სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო სსრკ კულტურის სამინისტროსა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის დიპლომებით.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება