გრენლანდიის ფეხბურთის ასოციაცია

გრენლანდიის ფეხბურთის ასოციაცია (გრენლ. Kalaallit Nunaanni Isikkamik Arsaattartut Kattuffiat; დან. Grønlands Boldspil-Union) — გრენლანდიის ფეხბურთის მმართველი ორგანო, დაარსდა 1971 წელს.

ლოგო
დაარსდა 1971
ფიფა-ში გაწევრიანდა არ არის ფიფა-ს წევრი
საიტი gbu.gl
პრეზიდენტი გრენლანდიის დროშა ლარს ლუნდბლადი

პირველი საფეხბურთო კლუბი გრენლანდიაში დაარსდა 1933 წელს, ხოლო გრენლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი გათამაშება გაიმართა 1958 წელს. 1996 წლამდე გრენლანდიის ფეხბურთის ასოციაცია დანიის ფეხბურთის ასოციაციის შემადგენლობაში შედიოდა (გრენლანდია დანიის დაქვემდებარებაშია), თუმცა 1 იანვრიდან გრენლანდიის და დანიის სპორტის კონფედერაციები შეთანხმდნენ განცალკევების თაობაზე. დანიის სპორტის კონფედერაცია მხარს უჭერს გრენლანდიის სპორტული ასოციაციების გაწევრიანებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ურთიერთობები ფიფასთან

რედაქტირება

1998 წელს გრენლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ მიმართა ფიფას თხოვნით, რათა გრენლანდიის ნაკრებს მინიჭებოდა უფლება ამხანაგური მატჩების გამართვის ფიფას წევრი ქვეყნების ნაკრებებთან, თუმცა უარი მიიღო. დღესდღეობით გრენლანდია არ არის ფიფას წევრი. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანო თავის პოზიციას იმით ადასტურებს, რომ გრენლანდიაში არ არის ფეხბურთის სათამაშოდ აუცილებელი პირობები. მართლაც, რთული კლიმატის გამო გრენლანდიაში წელიწადში მხოლოდ 3 თვეა შესაძლებელი ფეხბურთის თამაში და რაც მთავარია, ქვეყანაში არ არის ბალახის საფარი. ეს ფაქტორები ფიფას არ აძლევს საშუალებას მიიღოს გრენლანდიის ფეხბურთის ასოციაცია. დღესდღეობით გრენლანდიაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მოედნების გახსნისთვის. [1]

შექმნილი ვითარების გამო, 2016 წლის მაისში გრენლანდიის ფეხბურთის ასოციაცია გახდა ConIFA-ს წევრი და მონაწილეობს მის მიერ მოწყობილ ტურნირებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება