ტერმინს „გრდემლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრდემლი (მრავალმნიშვნელოვანი).

„გრდემლი“ — ქართული ყოველკვირეული ეროვნულ-ლიბერალური მიმართულების გაზეთი; გამოდიოდა ქუთაისში 1907 წელს. გამოიცა სამი რვაგვერდიანი ნომერი. მოკლე ხანში „გრდემლის“ ნაცვლად გამოვიდა გაზეთი „ალი“ (მხოლოდ ერთი ნომერი), რომელშიც გაგრძელდა „გრდემლის“ ზოგიერთი დაუმთავრებელი სტატია. რედაქტორ-გამომცემელი — ა. ჩილაევი.

ლიტერატურა რედაქტირება