ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გოქჩაის ბრძოლა (აზერ: Göyçay döyüşü; რუს: Геокчайский бой; თურქ: Göyçay/Gökçay Savaşı) ან გოქჩაის დარბევა (აზერ: Göyçay basqını; თურქ: Göyçay/Gökçay Baskını) - შეტაკებათა სერია 1918 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისამდე ოსმალეთისა და აზერბაიჯანის კოალიციასა, რომელსაც ნური ქილიგილი მეთაურობდა და საბჭოთა კავშირის მეთერთმეტე არმისა და სომეხ დაშნაკთა ძალებს შორის. თავდაპირელი ბრძოლა 30 ივნისს დასრულდა, მაგრამ მცირე შეტაკებები 1 ივლისამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალთა შეფარდება 6-1-თან იყო, ცენტრალურმა ძალებმა სომხურ-საბჭოთა არმიის დამარცხება შეძლო, სანამ ისინი განჯამდე მიაღწევდნენ, სადაც კავკასიის ისლამური არმიის შტაბ-ბინა მდებარეობდა. ოსმალ-აზერბაიჯანთა შეიარაღებულმა ძალებმა გოქჩაიდან შემახამდე კონტროლი დაამყარეს. ბრძოლის შემდეგ რეგიონში სომხურ-საბჭოური მმართველობა დამთავრდა.

ბრძოლის გეგმა თურქულ ენაზე

ბრძოლის წინა პერიოდი

რედაქტირება
 
აზერბაიჯანში მოღვაწე ოსმალო ოფიცერი, დაახლ, 1918 წ.

სტეფანე შაუმიანმა, რომელიც ბაქოს კომისრებს მეთაურობდა, გადაწყვიტა, ოსმალთა არმიის შესაჩერებლად სამხედრო ოპერაცია წამოეწყო. ბაქოს სახალხო კომისართა სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომიტეტის მეთაურმა, გრიგორი კორღანოვმა 1918 წლის 4 ივნისის ორდერით წითელ არმიას საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ ჰკითხა. მან სომხურ-ბოლშევიკურ ძალებს ევლახისაკენ მიმავალი ვაკისა და ევლახის ხიდის დაკავება უბრძანა. 6 ივნისს სომხური და რუსული ბოლშევიკური სამხედრო ძალები ბაქოდან კაზი-მაგომედისკენ დაიძრნენ. მათ ჰაჯიყაბული და მახლობელი სოფლები გაძარცვეს.[1]

წითელმა არმიამ კაზი-მაგომედის სადგურზე დაიწყო შეკრება და 10 ივნისს განჯისკენ გაემართა, რომელიც იმ დროისთვის აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. იქ პატარა სამხედრო ერთეულს ქართული წარმოშობის ლევან მაკალოვი ხელმძღვანელობდა. ერთეული ქართველებითა და აზერბაიჯანელებით იყო დაკომპლექტებული.[1] 10 ივნისისთვის შაუმიანმა გაიგო, რომ ოსმალთა სამხედრო ძალებს განჯაში ჯერ კიდევ ვერ ჩაეღწიათ, სადაც სომეხ ბინადრებსა და აზერბაიჯანისა და სომალეთის სამხედრო შენაერთებს შორის შეტაკებები უკვე მომხდარიყო. შაუმიანს ამ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება სურდა. სიღირის სადგურის აღებამ ბაქოს კომისარი უფრო შეაგულიანა.[2] ვლადიმირ ლენინისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერდა: „11 ივნისს ფრონტის სამხედრო ძალებმა სიღირის სადგური დაიკავეს. ჩვენი სადაზვერვო ძალები ამჟამად ცეცხლის ქვეშ არიან კარარის სადგურზე. ჩვენი სამხედრო ძალები წინ მიიწევენ. - სტეფანე შაუმიანი.“[3]

სამხედრო ძალების შედარება

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარისკაცები, დაახ, 1918 წ.

საბჭოთა ისტორიკოსების მტკიცებით, ოსმალთა არმიას ბოლშევიკებზე გაცილებით დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მუსტაფა გორიურილმაზი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში საპირისპირო იყო მართალი. იგი წერს: „ბრძოლის დასაწყისში თურქული სამხედრო ძალები, რომლებმაც აზერბაიჯანს მიაღწეის, 5 000-ზე ნაკლები იყო, ხოლო წითელი არმიის ჯარისკაცთა რაოდენობა სომეხთა ჯგუფებთან შეერთების შემდეგ 30 000-ს აღემატებოდა.“[4] ბრძოლაში მონაწილე აზერბაიჯანელ მეომართა რაოდენობა უცნობია, თუმცა მათი რაოდენობა 5000-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. პირველი სამხედრო შენაერთი, აზებრაიჯანის სპეციალური ძალები, რომელსაც ალი-აღა შიხლინსკი მეთაურობდა, 26 ივნისს შეიქმნა და 5 000-ზე ნაკლებ კაცს ითვლიდა, თუმცა შემდგომი განვითარების მონაცემები უცნობია.[5] ბრძოლაში ალი-აღა შიხლინსკის მცირე ჩართულობა იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის სპეციალური ძალები ოსმალთა არმიის გვერდით იბრძოდნენ.[6] გარდა ამისა, უცნობია იმ მოხალისეთა რაოდენობაც, რომლებიც ოსმალებისა და აზერბაიჯანის კოალიციურ ძალებს განჯიდან, შაქიდან, ევლახიდან, ზაქათალადან, ბარდიდან, აღსთაფადან, აღდაშიდან და სხვა ქალაქებიდან შეუერთდნენ.[7][8][9]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Suleymanov 1999, p. 189–190.
  2. Rüştü 1934, p. 37–38.
  3. Suleymanov 1999, p. 191.
  4. Görüryılmaz 2015, p. 179.
  5. Azərbaycan ordusu necə yarandı? az (26 June 2016). ციტატა: „Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti Nazirlər Şurasının 1918-ci il 26 iyun tarixli qərarı ilə Çar Rusiyası dövründə "Vəhşi diviziya" ("Дикая дивизия") adlanan keçmiş tatar süvari alayının əsgərlərindən formalaşdırılmış və general Əliağa Şıxlinskinin rəhbərlik etdiyi Müsəlman Korpusunun əsasında ilk ordu hissəsi, 5000 nəfər şəxsi heyəti olan "Əlahiddə Azərbaycan korpusu" yaradıldı. İyulun 11-də isə hökumət fərmanı ilə hərbi səfərbərlik elan edildi.“ ციტირების თარიღი: 17 March 2019
  6. Genelkurmay Başkanlığı Yayınları 1993, p. 597.
  7. Genelkurmay Başkanlığı Yayınları 1993, p. 561.
  8. Rüştü 1934, p. 48.
  9. Rüştü 1934, p. 70–72.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გოქჩაის_ბრძოლა“-დან