გორეთის ღვთისმშობლის ეკლესია

გორეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. გორეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, ფლეთილი ქვით და დიდი ზომის ფილაქნით. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთი ნახევარწრიული აბსიდის ცენტრალური ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. აბსიდის ჩრდილოეთ შვერილზე სატრიუმფო თაღის ქუსლია შემორჩენილი. შემორჩენილია ასევე ეკლესიის კედლების ფრაგმენტები, რომელთა სიმაღლე დაახლ. 4-5 მეტრია. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით. კედლებზე მოდებულია სურო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 46-47