გორან პანდევი (მაკედ. Горан Пандев; დ. 27 ივლისი, 1983) — ჩრდილოეთმაკედონიელი ფეხბურთელი. თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე.

გორან პანდევი
პირადი მონაცემები
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2001 ბელასიკა 18 (6)
2001–2004 ინტერ მილანი 0 (0)
2002–2003   სპეცია (იჯარით) 22 (4)
2003–2004   ანკონა (იჯარით) 20 (1)
2004–2009 ლაციო 159 (48)
2009–2012 ინტერ მილანი 47 (5)
2011–2012   ნაპოლი (იჯარით) 30 (6)
2012–2014 ნაპოლი 62 (13)
2014–2015 გალათასარაი 4 (0)
2015–2021 ჯენოა 156 (28)
ეროვნული ნაკრები
1999 მაკედონია 16 წლ. 2 (0)
2000–2001 მაკედონია 19 წლ. 3 (2)
2001–2002 მაკედონია 21 წლ. 7 (2)
2001–2021 ჩრდილოეთ მაკედონია 122 (38)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მან კარიერის ყველაზე ტიტულოვანი მონაკვეთი მილანის „ინტერში“ გაატარა. პანდევმა გუნდის რიგებში მოიგო იტალიის სერია ა, იტალიის საფეხბურთო თასი, იტალიის საფეხბურთო სუპერთასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ის იყო გუნდის წევრი 2010 წელს, მაშინ როდესაც „ნერაძურიმ“ ტრებლი მოიგო. პანდევი არის ჩრდილოეთმაკედონიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ის იყო ნაკრების კაპიტანი 2020 წლის ევროპის საფეხუბრთო ჩემპიონატზე რის შემდეგაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება