გონსალო I მენდესი
გონსალო I მენდესი (პორტ. Gonçalo I Mendes, ესპ. Gonzalo Menéndez, ლათ. Gundisaluus Menendiz; დ. 925 — გ. 997) — პორტუგალიის საგრაფოს მე-5-ე გრაფი (950–997 წწ.). მუმადონა დიაშისა და მენდუ I-ის[1] შვილი. იგი ატარებდა "პორტუგალელების დიდი გრაფის" ( magnus dux portucalensium) ტიტულს. იგი იყო ლეონის სამეფოს გავლენიანი პირი და ეკავა მაღალი თანამდებობები.
გონსალო I მენდესი | |
---|---|
პორტ. Gonçalo I Mendes, ესპ. Gonzalo Menéndez, ლათ. Gundisaluus Menendiz | |
პორტუგალიის მე-5-ე გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 950 |
მმართ. დასასრული: | 997 |
წინამორბედი: | მუმადონა დიაში |
მემკვიდრე: | მენდუ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 925 |
გარდ. თარიღი: | 997 |
მეუღლე: |
ილდუარა პელაიესი, ერმეზინდა |
შვილები: | 6 შვილი |
დინასტია: | ვიმარა პერეშის დინასტია |
რელიგია: | ქრისტიანობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგონსალო მენდესი იყო მუმადონა დიაშის შვილი, პორტუგალიის პირველი გრაფის ვიმარა პერეშის შვილიშვილი. მისი ბიძა იყო ლეონის მეფე რამირო II. გრაფის ტიტული მიიღო მას შემდეგ, რაც დედამისმა საგრაფო თავის შვილებს შორის გაანაწილა.
962 წელს, გონსალო ლეონის მეფის სანჩო I-ის წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობდა, მაგრამ მალევე დანებდა და მასთან ზავი დადო.
გონსალო აქტიურად ებრძოდა დამპყრობლებს. 964 წელს იგი საგრაფოში შემოჭრილი ვიკინგების წინააღმდეგ ლაშქრობს, ხოლო 968 წელს უკვე ნორმანებს ებრძვის.
გონსალო მენენდესი 997 წელს ალ-მანსურის წინააღმდეგ ბრძოლაში სანტიაგო-დე-კომპოსტელასთან გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gonzalo Martínez Díez (2005), El condado de Castilla, 711–1038: La historia frente a la leyenda (Marcial Pons Historia).
- Alfonso Sánchez Candeira (1950), "La reina Velasquita de Lëón y su descendencia," Hispania, 10(40)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ იგი ასევე ცნობილია ერმენეგილდო გონსალესის სახელით