გონგოლა (ლათ. Sisymbrium officinale) — ერთწლიანი მცენარეა. სიმაღლე – 15-60 სმ, შებუსული. ღერო სწორია, გაფარჩხულად დატოტვილი. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებურად განკვეთილი, მოგრძო-კვერცხისებური, არათანაბრად დაკბილული. ზედა ფოთლები შუბისებური ან ისრისებურია. ყვავილედი თავაკია, გვირგვინი – ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება ნათესებში, დასარევლიანებულ ადგილებში, გზების გასწვრივ, სარეველა მცენარეა. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილო, დასავლეთ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ავსტრალიასა და ჩრდილო ამერიკას.

გონგოლა
გონგოლა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
გვარი:  გონგოლა
ლათინური სახელი
Sisymbrium officinale (L.) Scop

გალერეარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება