თამარ გომართელი

(გადამისამართდა გვერდიდან გომართელი, თამარ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართელი.

თამარ კაპიტონის ასული გომართელი (დ. 31 დეკემბერი, 1915, სოფ. სუფსა — გ. 28 თებერვალი, 1999, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, თეატრმცოდნე.

ბიოგრაფია რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ ლიტ. მუშაკად, 1960–1980 კი — სახელმწიფო თეატრების განყოფილების გამგედ. გამოიკვლია ქართული სახელმწიფო თეატრების ისტორია, XIX–XX საუკუნეების მიჯნის აშუღთა და მუშა-პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხები, პროფესორ-მასწავლებელ ქალთა წვლილი თსუ-ის სამეცნიერო ცხოვრებაში და სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე სისტემატურად ბეჭდავდა სტატიაპორტრეტებს გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის კოტე მარჯანიშვილისა (1977) და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის (1997) პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1996) და ივანე ჯავახიშვილის მედლით. მიღებული აქვს ჟურნალისტური კონკურსების დიპლომები და პრიზები.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება