დავით გომართელი

(გადამისამართდა გვერდიდან გომართელი, დავით)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართელი.

დავით გომართელი (დ. 13 თებერვალი, 1961, თბილისი) — ქართველი მომღერალი.

ბიოგრაფია რედაქტირება

პირველი მუსიკალური ნაბიჯები მომღერალმა სტუდენტობის ასაკში, უნივერსიტეტის ტრიოში, გადადგა. 1995 წლიდან გამოდის ესტრადაზე. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია: ქართული, ინგლისური, იტალიური, რუსული და ესპანური. აგრეთვეასრულებს რუსულ რომანსებსაც. დავითი სატელევიზიო შოუებისა და პროგრამების პოპულარული მონაწილეა. არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული. მისი პოპულარული მეტსახელია - „რემიქსების მეფე“.

მომღერლის დისკოგრაფიაში 8 ალბომი და 20 ვიდეორგოლია. იგი „ღირსების ორდერის“ მფლობელია. მისი ბიოგრაფია შესულია ენციკლოპედია „თბილისში“.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1981 წელი - თანამედროვე სიმღერის ფესტივალი „ბიჭვინთა 81“ გრან-პრი ჯგუფ „Tree of Desire“ თან ერთად.
  • „სიმღერები თბილისზე 2000“ - საუკეთესო სიმღერა
  • „ზაფხულის ფეირვერკი 2000“ - თანამედროვე სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი
  • „წლის ჰიტი 2000“ - სიმღერა „გაზაფხული აპრილი“, „გული, გული“, „Night blues“
  • „მეგა 2001“ - საუკეთესო სახე, იმიჯი
  • სატელევიზიო კონკურსების ლაურეატი: - წლის სიმღერა, წლის ჰიტი
  • „ოვაცია 2002“ და „ ოვაცია - 2003“
  • ფესტივალი - „წლის სიმღერა 2004“ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით - „ქართული ტრადიციული სიმღერები“
  • გრან-პრი - „საუკეთესო ვიდეო 2004“ - რადიო ევროპა
  • „ოქროს დისკი 2006“ - წლის სიმღერა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება