ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გოკორ ჩივიჩიანი (სომხ. Գոքոր Չիվիչյան; დ. 10 მაისი, 1963, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ძიუდოსა და შერეული საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორი. ამჟამად ჩივიჩიანი ავარჯიშებს პროფესიონალ და სამოყვარულო მებრძოლებს ჰაიასტან MMA აკადემიაში, ჩრდილოეთ ჰოლივუდში (კალიფორნია, შეერთებული შტატები).

 
გოკორ ჩივიჩიანი 2018 წელს, ერევანში

გოკორ ჩივიჩიანი ჩვიჩიანი, სამი ძიდან ყველაზე უმცროსი, დაიბადა ერევანში, სომხეთში. ჩივიჩიანმა ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო. მან მოიგო ეროვული მცირეწლოვანთა ჩემპიონატები ძიუდოში, სამბოსა და ჭიდაობაში. 17 წლის ასაკში ჩივიჩიანი გადასახლდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. აქ იგი ვარჯიშობდა აშშ-ის ძიუდოს პირველი ჩემპიონის, ლენე ლებალის ზედამხედველობის ქვეშ.[1] გოკორ ჩივიჩიანი 1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში მოგზაურობდა და ასპარეზობდა საბჭოთა კავშირში, ევროპაში, იაპონიაში, ტაილანდსა და მექსიკაში. 1991 წელს ჰაიასან MMA-ს აკადემიის გახსნისას, გოკორ ჩივიჩიანმა პროფესიონალური კარიერა დაუმარცხებელად დაასრულა მთლიანად სწავლაზე ფოკუსირდა.[2]

იგი 1998 წელს, Black Belt Magazine-მა "წლის ძიუდოს ინსტრუქტორიად" დაასახელა და მიიღო საკუთარი ადგილი პრესტიჟულ "დიდების დარბაზში".[3] ამ პერიოდის შემდეგ მან თავის სკოლაში წარმოშვა მებრძოლთა ახალი თაობა, რომელთა შორისაც არიან მაგალითად: მანველ გამბურიანი, საქო ჩივიჩიანი, ნილ მელანსონი, კარენ დარაბედიანი, რომან მითიჩიანი, რონდა რუზი, კარო კარიზიანი. ყველა მათგანი ასპარეზობდა ან ასპარეზობს UFC-სა და WEC-ში.[2][4]

2005 წლის თებერვალში, შეერთებული შტატების ჯიუ-ჯიცუს ფედერაციამ (ISJJF) მიანიჭა ძიუდოში მე-7 დანის წოდება.[5]

ბევრისთვის გასაკვირად, გოკორ ჩივიჩიანმა კვლავ იასპარეზა 2008 წლის USJA/USJF ზამთრის ნაციონალურში, ძიუდოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც ორივე ორგანიზაციის (USJA/USJF) მიერ იყო ჩატარებული.[6] მან ფინალში გარი ბუტსი დაამარცხა და შედეგად ოქროს მედალი მოიპოვა.[7][8]

ტურნირში ბოლოს მონაწილეობიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ, გოკორმა მონაწილეობა მიიღო 2019 წლის „IBJJF Pan American Brazilian“-ის ჯიუ ჯიცუს ჩემპიონატზე, სამაგისტრო შავი ქამრის დონეზე. მან დაამარცხა BJJ-ის მსოფლიო ჩემპიონი, ვ. ოლივეირა და ოქოს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებით, გოკორი ალბათ ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ოქროს მედალი აიღო ელიტარულ საერთაშორისო შეჯიბრებებში (იგულისხმება: ძიუდო, სამბო და ბრაზილიელი ჯიუ ჯიცუ).[9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ResuMMA.com - Interview with Gokor Chivichyan დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 Grant, T. P. (May 11, 2013). „Gods of War: Gokor Chivichyan“. Bloody Elbow. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2018. ციტირების თარიღი: August 19, 2018.
  3. Gokor Chivichyan: The King Of Sport-Sambo Submissions. Black Belt Magazine (May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2019. ციტირების თარიღი: August 19, 2018
  4. Markazi, Arash (October 22, 2010). „Gokor Chivichyan's influence felt“. ESPN.com. ციტირების თარიღი: August 19, 2018.
  5. Gokor Chivichyan - Southern California Representative. United States Ju-Jitsu Federation (2010-02-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-08. ციტირების თარიღი: 2015-02-08.
  6. United States Judo Association homepage
  7. USJA 2008 Winter Nationals Results, December 6 & 7. Goltz Judo. ციტირების თარიღი: August 19, 2018
  8. Gokor Chivichyan and Gary Butts Winter Nationals 08. YouTube (2009-02-09). ციტირების თარიღი: 2013-11-17.
  9. https://www.ibjjfdb.com/ChampionshipResults/1136/PublicResults