გიორგი ცაგარელი

(გადამისამართდა გვერდიდან გოგი ცაგარელი)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაგარელი.

გიორგი (გოგი) ცაგარელი (დ. 1947, თბილისი, — გ. 9 აპრილი, 2020) — ქართველი ფოტოგრაფი, ფოტოჟურნალისტი.[1]

გოგი ცაგარელი
Gogitsagareli.jpg
მშობლიური სახელი გიორგი ცაგარელი
დაბადების თარიღი 1947
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 2020
თბილისი
ეროვნება ქართველი
პროფესია ფოტოგრაფი,

განათლებით ინჟინერ-მშენებელი, 1983 წლიდან პროფესიონალი ფოტოგრაფი. თანამშრომლობდა ახალგაზრდულ პრესაში, საინფორმაციო სააგენტოებში „საქინფორმი“, „აას“ და „Prime News“,[2] ქართული და უცხოური პრესის სხვადასხვა გამოცემასთან. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის საზღვარგარეთ.

გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები,[1][3] მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის, თბილისში სამოქალაქო დაპირისპირების, აფხაზეთის კონფლიქტის და ყარაბაღის ომის (ფოტოებს იღებდა სომხური მხრიდან) ამსახველი არაერთი უნიკალური კადრი.[3][1]

გიორგი ცაგარელი 2020 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ფოტოების ალბომი გამოაქვეყნა. [3][1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გარდაიცვალა ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი, radiotavisupleba.ge
  2. გიორგი ცაგარელი, ვებგვერდი „ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი“ (კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია).
  3. 3.0 3.1 3.2 გარდაიცვალა ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი, პირველი არხი