გლებ სვიატოსლავიჩი
გლებ სვიატოსლავიჩი (რუს. Глеб Святославич; გ. 30 მაისი, 1078) — ტმუტარაკანის სამთავროსა (1064, 1066–1068), და ნოვგოროდის (1069–1078) თავადი. კიევის დიდი თავადის სვიატოსლავ იაროსლავიჩის შვილი. 1064 წლიდან იყო ტმუტარაკანის თავადი, თუმცა იმავე წელს იქიდანვე განდევნა ბიძაშვილმა როსტისლავ ვლადიმიროვიჩმა. გლებ სვიატოსლავიჩი ტმუტარაკანში მამამისის დახმარებით დაბრუნდა, თუმცა სულ მალე როსტისლავმა იგი კვლავ განდევნა. როსტისლავის გარდაცვალების (1067) შემდეგ, გლებ სვიატოსლავიჩმა განიმტკიცა თავადად ყოფნა. იმავე წელს გარკვეული დროით იყო ნოვგოროდის თავადი. 1068 წელს ყინულზე გაზომა მანძილი ტმუტარაკანსა და ქერჩს შორის.
გლებ სვიატოსლავიჩი | |
---|---|
გლებ სვიატოსლავიჩი ნოვგოროდში კლავს ვოლხვს | |
ტმუტარაკანის სამთავროს მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1064 |
მმართ. დასასრული: | 1068 |
წინამორბედი: | სვიატოსლავ იაროსლავიჩი |
მემკვიდრე: | როსტისლავ ვლადიმიროვიჩი |
ნოვგოროდის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1069 |
მმართ. დასასრული: | 1073 |
წინამორბედი: | მსტისლავ იზიასლავიჩი |
მემკვიდრე: | სვიატოპოლკ იზიასლავიჩი |
გარდ. თარიღი: | 30 მაისი 1078 |
დინასტია: | რიურიკოვიჩები |
მამა: | სვიატოსლავ იაროსლავიჩი |