გიუნთერ უეკერი
გიუნთერ უეკერი (გერმ. Günther Uecker; დ. 13 მარტი, 1930, ვენდორფი, მეკლენბურგი) — გერმანელი მოქანდაკე, ოპ-არტისტი.
გიუნთერ უეკერი | |
---|---|
დაიბადა | 13 მარტი, 1930[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (94 წლის) |
დაბადების ადგილი | Kuhlen-Wendorf |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა დასავლეთ გერმანიაში 1930 წელს. ხელოვნებაში განათლება 1949 წელს დაიწყო ვისმარში. შემდეგ ბერლინ-ვაიენზიში გადადის, ხოლო 1955 წელს კი დიუსელდორფში, სადაც ოტო პანკოკთან სწავლობდა დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში. 1956 წელს დაიწყო მის ნამუშევრებში ლურსმნების გამოყენება. ჯგუფი ზეროს ჰაინც მაკთან და ოტო პიენთან 1960 წელს ხვდება. ისინი გერმანული ინფორმელის საწინააღმდეგოდ ხელოვნების ახალ დასაწყისს ქადაგებდნენ. უეკერი ამ პერიოდში დაკავებულია სინათლის ექსპერიმენტებით, სწავლობს იპტიკურ ფენომენს.
უეკერი, მაკი და პიენი ერთობლივად იწყებენ მუშაობას შტედელიიკის მუზეუმში ამსტერდამში 1962 წელს და პარიზის ნატიფი ხელოვნების სასახლეში „Salon de Lumière“ დაამონტაჯეს. ამას მოყჰვა სხვა „სინათლის სალონები“ კრეფელდსა და ფრანკფურტში. 1966 წელიდან, მას შემდეგ რაც ჯგუფი „ზერო“ დაიშალა და ბოლო ერთობლივი გამოფენა დაიხურა, უეკერი სულ უფრო ხშირად იწყებს ლურსმნების გამოყენებას როგორც გამოხატვის შემოქმედებით მედიუმს — მასალა, რომელიც დღემდე მისი შემოქმედების ქვაკუთხედს წარმოადგენს.
1960-იანების დასაწყისში ის იწყებს ლურსმნების ჩაჭედებას ავეჯში, მუსიკალურ ინსტრუმენტებში და საყოფაცხოვრებო ნივთებში. მოგვიანებით კი იწყებს ლურსმნების შეხამებას სინათლის თემასთან, რითად ქმნის სერია სინათლის ლურსმნების, კინეტიკური ლურსმნებისა და სხვა ნამუშევრების.
შუქი და ელექტრობა რჩება მთავარ თემად მის შემოქმედებაში, რასაც ემატაბა ბუნებრივი მასალა — ქვიშა, წყალი — მის ინსტალაციებში, რამაც შედეგად სხვადასხვა ელემენტებთან სინათლის, სივრცის, მოძრაობისა და დროის ურთიერთქმედება ასახა
უეკერის შემოქმედების მწვერვალი მის მიერ 2000 წელს ბერლინში რაიხსტაგის შენობაში სამლოცველო ოთახის დიზაინია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გიუნთერ უეკერი“ ვიკისაწყობში.
- გიუნთერ უეკერის ბიოგრაფია.
- ↑ RKDartists
- ↑ Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Wiese S. v. Uecker, Günther // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T086867
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ Munzinger Personen