გიორგი ჯავახიშვილი (დიპლომატი)

ტერმინს „გიორგი ჯავახიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი ჯავახიშვილი.

გიორგი ჯავახიშვილი (დ. 10 ივნისი, 1941, თბილისი) - ქართველი დიპლომატი, 1985 წლის 1 იანვრიდან 1990 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.[1]

გიორგი ჯავახიშვილი
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1985 წლის 1 იანვარი – 1990 წლის 1 იანვარი

დაბადებული10 ივნისი, 1941
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი

გიორგი ჯავახიშვილი დაიბადა 1941 წლის 10 ივნისს ქალაქ თბილისში. 1965 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.[1]

1965 წლის 1 ივლისიდან 1979 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს ეკავა ლაბორანტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტისა და პროფესორის თანამდებობები.[1]

1979 წლის 1 იანვრიდან 1982 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის აგიტაცია და პროპაგანდის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე. 1983 წლის 1 იანვრიდან 1985 წლის 1 იანვრამდე იყო თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის (ამჟამად - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) რექტორი.[1]

1985 წლის 1 იანვრიდან 1990 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.[1]

თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯავახიშვილს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი სსრკ-ის საგარეო უწყებისგან საქართველოს საგარეო უწყების ავტონომიის მოპოვებისთვის ბრძოლაში. მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს გააქტიურდა საქართველოს კავშირი ისრაელთან, თურქეთთან, UNESCO-სა და UNIDO-სთან, გაიხსნა საქართველოს კვაზი-მისიები გერმანიაში, ბელგიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში. მისი თაოსნობით საქართველო გახდა სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი პირველი რესპუბლიკა, რომელიც გაწევრიანდა ევროპის რეგიონების ასამბლეაში. სსრკ-ის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მისი შემცვლელი გიორგი ხოშტარია გახდა. [2]

აქვს მინიჭებული I კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი.[1]

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.[1]

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 გიორგი ჯავახიშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-03. ციტირების თარიღი: 2022-03-03.
  2. Nichol, James P. (1995) Diplomacy in the Former Soviet Republics. Westport, CT: Greenwood Publishing Group, გვ. 140. ISBN 0275951928.