Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცინცაძე.

გიორგი ცინცაძე (დ. 1880, ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრა — გ. 1937) — სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პროფესიით მასწავლებელი.

გიორგი ცინცაძე
დაბ. თარიღი 1880
ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრა
გარდ. თარიღი 1937
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა პედაგოგი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1900 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იყო გურიის 1905 წლის მოვლენების მონაწილე. 1917 წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი. საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოთა და დამფუძნებელი კრების წევრი. ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. საბჭოთა რეჟიმმა რამდენჯერმე დააპატიმრა. საბოლოოდ, მენშევიკური ცენტრის წევრობის ბრალდებით, დიდი ტერორის დროს დახვრეტა მიუსაჯეს.

ლიტერატურარედაქტირება

  • ჩხაიძე ნ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 511, თბ., 2018 წელი.
  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.