მთავარი მენიუს გახსნა

გიორგი პაპუნაშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, „რეალ სარაგოსას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

გიორგი პაპუნაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი პაპუნაშვილი
დაბადების
თარიღი
2 სექტემბერი, 1995 (1995-09-02) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ სარაგოსა
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2004–2012 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2013 დინამო–2 თბილისი 5 (0)
2014–2017 დინამო თბილისი 64 (26)
2015–2016   ვერდერი II 20 (2)
2017– რეალ სარაგოსა 25 (7)
ეროვნული ნაკრები
2011–2012 საქართველო 17 წლ. 10 (2)
2012–2014 საქართველო 19 წლ. 5 (3)
2014–2016 საქართველო 21 წლ. 6 (2)
2014– საქართველო 10 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 ივლისი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივლისი, 2019

კარიერარედაქტირება

საკლუბო კარიერარედაქტირება

გიორგი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. საკლუბო დონეზე იგი „დინამოს“ მეორე გუნდში გამოჩნდა. 2013 წელს მალხაზ ჟვანიას, „დინამოს“ მთავარ გუნდში გადაყავს, სადაც მიმდინარე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლის გატანას ახერხებს. პირველად „დინამოს“ შემადგენლობაში იმავე წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში „ცხინვალის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონი მასპინძლობს და მას 200 ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. „დინამოელები“ თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: ლორია, სეთურიძე, კვირკველია, კვარაცხელია, გლიშიჩი, გველესიანი, გოგა, ძარია, პაპავა, მუნიოსი და ვუო. პაპუნაშვილი მატჩის 83-ე წუთზე, დარკო გლიშიჩის ნაცვლად ერთვება თამაშში. დაპირისპირება „დინამოელთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 4–0 მთავრდება.[1]

მთავარ გუნდში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ გიორგი საფეხბურთო კარიერაში თავის პირველ ტიტულს იგებს, როდესაც გუნდთან ერთად ქვეყნის ეროვნული პირველობის გამარჯვებული ხდება.[2] ასევე ითამაშა საქართველოს თასის ფინალურ მატჩში, სადაც „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა (2–1).[3]

2017 წლის ივნისში, ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებს „რეალ სარაგოსასთან“.[4][5][6] პირველად ახალი კლუბის რიგებში იმავე წლის 28 აგვისტოს „გრანადას“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე.[7]

სანაკრებო კარიერარედაქტირება

იგი იყო 17 წლამდელთა ნაკრების იმ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. 2012 წლის 28 მარტს, ინგლისელი თანატოლების წინააღდეგ სწორედ გიორგიმ შეძლო ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლის გატანა (1–0).[8] ნახევარფინალში ნიდერლანდელ თანატოლებთან დამარცხდნენ, ის მატჩი ქართველებმა 80 წუთი 10 კაცით ჩაატარეს.[9] ამის შემდეგ 18 წლის ასაკში 19 წლამდელთა ნაკრებთან ერთად შეძლო ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გასვლა.

2014 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. პირველად ნაკრების მაისურით 2014 წლის 3 ივნისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოდის მინდორზე.[10]

ტიტულებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Tskhinvali 0–4 Dinamo Tbilisi (Match Report). Erovnuli Liga. 30 November 2013. Mikheil Meskhi Stadium. (30 ნოემბერი, 2013). წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018
  2. „დინამო“ ჩემპიონია. თბილისის „დინამომ“ ვაკეში „სიონს“ 3–0 მოუგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონობა მეთხუტმეტედ მოიპოვა. საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 11 მაისი, 2014. worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.
  3. „დინამომ“ მე-11 თასი მოიგო. დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა. „დინამო“ თბილისი საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა და 2–1 აჯობა მეტოქეს. „დინამო“: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ძარია, ცინცაძე, პაპუნაშვილი (ხიდეშელი 25), ჩისკო (გორგიაშვილი 90), მერებაშვილი (პაპავა 70), მარცვალაძე. „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 21 მაისი, 2014. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.
  4. Giorgi Papunashvili nuevo jugador del Real Zaragoza para las 4 próximas temporadas (16 ივნისი, 2017). ციტატა: „El Real Zaragoza ha llegado a un acuerdo con el Dinamo de Tbilisi y Giorgi Papunashvili para el traspaso del internacional absoluto georgiano al Real Zaragoza durante las 4 próximas temporadas, una vez haya superado el reconocimiento médico.“ წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018
  5. Velocidad y gran golpeo de balón: así es Giorgi Papunashvili (16 ივნისი, 2017). ციტატა: „El futbolista georgiano Giorgi Papunashvili (Tbilisi, Georgia; 2/9/1995) es nuevo futbolista del Real Zaragoza a partir de la temporada 2017/18. El joven atacante, que se incorpora al equipo aragonés procedente del Dinamo de Tbilisi, ha rubricado un contrato que le une a la entidad zaragocista durante las cuatro próximas campañas.“ წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018
  6. Giorgi Papunashvili will play in Real Zaragoza (16 ივნისი, 2017). წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018
  7. Zaragoza 1–1 Granda (Match Report). Competition: Segunda División, Date: 27 August 2017. (27 აგვისტო, 2017). წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018
  8. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, საქართველო 17 წლ. 1–0 ინგლისი 17 წლ. Georgia U17 1–0 England U17. Competition: UEFA U17 Championship. 28 March 2012. Goals: G. Papunashvili 80'. Mikheil Meskhi Stadium. int.soccerway.com. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.
  9. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ნიდერლანდი 17 წლ. 2–0 საქართველო 17 წლ. Netherlands U17 2–0 Georgia U17. Competition: UEFA U17 Championship. 13 May 2012. Stadion Stožice (Ljubljana). Goals: J. Hendrix 79', T. Haye 80'+2. int.soccerway.com. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.
  10. Header from Habib Fardan seals deal for UAE in friendly against Georgia (4 ივნისი, 2014). ციტატა: „Mahdi Ali's men back to winning ways with 1–0 victory over physically superior Georgia, writes Amith Passela.“ წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018