გიორგი ნუცუბიძე
გიორგი ნუცუბიძე (დ. 21 ივლისი, 1882, ფშაველი — გ. 25 იანვარი, 1961, ჭიათურა) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1932), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1955).
ბიოგრაფია
რედაქტირებასცენაზე პირველად გამოვიდა ავჭალის სახალხო თეატრის წარმოდგენაში 1902 წელს. 1906-1921 წლებში მოღვაწეობდა ჭიათურის დრამატულ წრეში, ხოლო 1921 წელს დაინიშნა ჭიათურის თეატრის დირექტორად. ამავე დროს განაგრძობდა მსახიობად მუშაობასაც. 1927 წელს თეატრის პარალელურად სამთამადნო მუშა-მოსამსახურეთა კავშირის კლუბის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა. გიორგი ნუცუბიძე ჭიათურის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი იყო: კაკუტა (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ავეტიკა (ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“), ბეკინა (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), თავადი წერეთელი (ა. წერეთლის „ბაში აჩუკი“), ფილიპე (ნ. შიუკაშვილის „მზე შინა და მზე გარეთა“), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“) და სხვა. მოღვაწეობდა ქართულ პრესაში, იყო ჟურნალ „ეშმაკის მათრახისა“ და სხვა იუმორისტული ჟურნალების თანამშრომელი. ავტორია წიგნისა „ჭიათურის მუშათა თეატრი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 490.
- ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.82