გიორგი მალიევი

ოსი საბჭოთა მწერალი

გიორგი გუდოის ძე მალიევი (ოს. Малити Гæдой фурт Геуæрги; დ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 22 ოქტომბერი], 1886, სოფ. მასკა ან ხრიტიანოვსკოე (ახლანდელი დიგორა)[1] — გ. 27 მაისი, 1942) — ოსი საბჭოთა მწერალი. დაიბადა სოფელ მასკაში. 1917 წლიდან იყო ოსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული პარტია „კერმენ“-ის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში. წერდა რუსულ და ოსურ ენებზე. პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა. მრავალი წლის განმავლობაში იყო სოფლის მასწავლებელი. იყო პოეტ-ლირიკოსი. მისი ლექსები, პოემები, ნოველები შესულია კრებულებში „მთის მოტივები“ (1924), „ირაფი“ (1935).[2]

გიორგი მალიევი
სრული სახელი გიორგი გუდოის ძე მალიევი
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი (5 ნოემბერი), 1886
დაბადების ადგილი დიგორა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 1942 (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი შრომა-გასწორების ბანაკი
საქმიანობა პოეტი, პუბლიცისტი
ენა ოსური
ეროვნება ოსი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პერიოდი 1913–1937
ჟანრი პოეზია
მიმდინარეობა რევოლუციური პოეზია

ლიტერატურა რედაქტირება

  • Очерк истории осетинской советской литературы, Орджоникидзе, 1967, с. 61—72.

სქოლიო რედაქტირება

  1. Джыккайты Шамил, Ирон литературæйы истори (1917-1956 азтæ), Дз., 2003. — С. 152.
  2. Малиев Георгий Гадоевич в Большой Советской Энциклопедии