გიორგი გოცირიძე (ჩარხმშენებელი)
გიორგი დავითის ძე გოცირიძე (დ. 13 ნოემბერი, 1899, განჯა, ახლანდ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა, — გ. 12 ნოემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი ჩარხმშენებელი, ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1924 წელს. 1945–59 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრის გამგე. მის მიერ შემუშავებული ჩარხების ამძრავების კინემატიკური გაანგარიშების განზოგადებულ მეთოდი და ფორმულები გამოიყენებოდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საპროექტო-საკონსტრუქტორო ორგანიზაციებსა და ჩარხსაშენებელ ქარხნებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 129.