გიორგი ბოლქვაძე (დ. 1835, ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1921, ქუთაისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) — ქართველი მეწარმე, ალკოჰოლიანი სასმელების სპეციალისტი. იყო ბრიუსელის მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნებების მსოფლიო აკადემიის, პარიზის ეროვნული აკადემიის (1876), პარიზის სამიწათმოქმედო აკადემიის (1889) ნამდვილი წევრი და საფრანგეთის ლაურეატი. 1865 წელს ქუთაისში გახსნა ამიერკავკასიაში პირველი ლიქიორ-არაყის ქარხანა. აბორიგენული მცენარეებისა და ღვინის მასალისგან შექმნა ქართული კონიაკის (1865), რთული ლიქიორის, რომის, სამკურნალო და მწარე არყის მრავალი სახეობა.

გიორგი ბოლქვაძე
დაბადების თარიღი 1835
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1921
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა მეწარმე

ბიოგრაფია რედაქტირება

გიორგი ბოლქვაძე დაიბადა 1835 წელს ქუთაისში, სხვა ცნობით სოფელ ბახვში, შთამომავლობით სასულიერო პირების ოჯახში. მამამისი, ქაიხოსრო ბოლქვაძემ სასულიერო სფეროს ვაჭრობა არჩია, ისწავლა რამდენიმე უცხო ენა და მალე წარმატებასაც მიაღწია. გიორგის დედა — ანიდა, წარმოშობით იყო ათინელი ბერძენი შეძლებული ვაჭარის შვილი. გიორგიმ დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა სტამბოლში, შემდეგ კი ათენში გააგრძელა. აქ ის წარმატებით დაეუფლა მევენახეობასა და მიწათმოქმედებას. 1853 წელს ათენის სამიწათმოქმედო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა საფრანგეთსა და გერმანიაში გააგრძელა.

1865 წელს საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქუთაისში გახსნა ამიერკავკასიაში პირველი არყის ქარხანა, რაზეც მიუთითებენ:

  • ზ. ჭიჭნაძე წერდა: „...იმერეთში ვაჭრობის და მრეწველობის ასპარეზზედ გაჩნდა ბ. გიორგი ქაიხოსროს ძე ბოლქვაძე. ამ ენერგიულმა კაცმა მოჰკიდა არყის წარმოების საქმეს ხელი და 1865 წელს ქუთაისში გახსნა კარგი არყის ქარხანა.[1]“;
  • 1869 წლის ქუთაისის გუბერნატორის ანგარიში: „გუბერნიაში სამი კერძო ქარხანაა, ფოთში ხისმჭრელი, ქუთაისში მაგარი სასმელების და ზუგდიდში აბრეშუმის[2];
  • 1873 წლის კავკასიისა და ამიერკავკასიის ქარხნების სამეწარმეო მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემები: „არყის ქარხნები არაა ტფილისის, ერევნის, ბაქოს, თერგის, ელიზავეტპოლის... გუბერნიებში, მხოლოდ ქალაქ ქუთაისში“[3]
  • გ. ბოლქვაძის 1865 წლით დათარიღებული ეტიკეტები მ. შოშიტაიშვილის ფონდის კოლექციიდან.

გ. ბოლქვაძის მიერ გახსნილი ლიქიორ–არყის ქარხანა პირველი იყო მთელს ამიერკავკასიაში. ნედლეული, რისგანაც მაგარი სასმელები მზადდებოდა, ქართული იყო. ქარხანაში მზადდებოდა ქართული კონიაკი, ლიქიორი, რომი, სამკურნალო და მწარე არაყი. სავაჭრო ნიშანი – არწივი – ფირმას „ბოლქვაძე და Ко“ 1873 წლიდან გააჩნდა, ხოლო ბოლქვაძის გვარისა და სახელის რუსულენოვანი მონოგრამა „ГБК“ – 1865 წლიდან.

გ. ბოლქვაძის პროდუქციამ 1865-1900 წლებში 100-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის პარიზისა და ბრიუსელის აკადემიების საპატიო ორდენები, ორი ფრანგული ორდენი "Merite agricole" ვაზის რესტავრაციისათვის. 1890 წელს გ. ბოლქვაძე საფრანგეთის სამიწათმოქმედო აკადემიის წევრად აირჩიეს.

დიდი პოპულარობით სარგებლობდა არაყი „ქინაქინა“. საფირმო და სავაჭრო ნიშნების გარდა, მას რუსულ და ფრანგულ ენებზე დარეგისტრირებული ჰქონდა საექსპორტო ეტიკეტები, სარეკლამო ფირნიშები, სავიზიტო და სატიტულო ფურცლები, რომლებზეც გამოსახული იყო ლომისა და ცხენის ფიგურები და რუსეთის იმპერიის გვირგვინები.

ბოლქვაძე იყო მუდმივი მსოფლიო გამოფენის (ბრიუსელში) და 50-მდე საერთაშ. გამოფენის (საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ბელგია, იტალია, აშშ, რუსეთი და სხვ.) მონაწილე. მის მიერ შექმნილ სასმელებს მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო, მ. შ. 49 ოქროსა და ვერცხლის მედალი, აქედან ნატურალურ კავკასიურ კონიაკს აქვს 23 ჯილდო (პირველი პარიზში – 1878), „ხელოვნურ კონიაკს № 3“ – 9 ჯილდო და „ძველისძველ კონიაკს“ – 1 ჯილდო (ფილადელფია, 1876), იგი იყო XIX საუკუნეში სამეცნიერო კონგრესისა და „საერთაშორისო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებათა“ ამპელოგრაფიისა და მეღვინეობის კონკურსების მონაწილე. დაჯილდოებულია მრავალი ქვეყნის ორდენით.

1894-1896 წლებში გ. ბოლქვაძე იყო ქუთაისის საქალაქო დუმის ხმოსანი[4][5][6].

გიორგი ბოლქვაძე გარდაიცვალა ქუთაისში 1921 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შოშიტაიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 461.
  • შოშიტაიშვილი მ., სამამულო მაგარი სასმელების მრეწველობის ისტორიიდან, „მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის შრომები“, თბილისი, 1985;
  • ჭიჭინაძე ზ., მრეწველობა, ვაჭრობა-ხელოსნობა საქართველოში, თბილისი, 1911;
  • Мирианашвили М. «Развитие капиталистической промышленности в Грузии». — Тбилиси, 1982 год — на груз. яз.;
  • Шошитаишвили М. Г. «Грузинский специалист коньяка Г. К. Болквадзе. 1860—1900 гг. Двенадцатая научно-техническая конференция специалистов коньячной промышленности Грузии, посвященной памяти В. Д. Цицишвили» — Тбилиси, 1981 год;
  • Шошитаишвили М. Г. «Меня влечет неизведанное» — газета «Вечерний Тбилиси» № 237;
  • Записи ЦГИА СССР, ЦГИА ГССР, фонд 5, д 1732 К.К. 1865 и 1874 годы;
  • «Грузинскому коньяку 128 лет! Месадзирквлени — Георгий Болквадзе, Давид Сараджишвили» — Журнал «ВАЗИ да ГВИНО» («Лоза и вино»). Тбилиси, 1993 год 1-2 (14-15). — на груз. яз.;
  • «Грузинское вино» — издательство «Сабчота Сакартвело» — Тбилиси, 1989 год — на рус/англ яз.;
  • «Грузинское вино» — издательство «Мерани» — Тбилиси, 1984 год — на груз/рус/англ яз.;
  • «Пионер производства грузинских крепких напитков» — газета «Кутаиси» № 98 — на груз. яз.;
  • «И теплым пламенем он душу согревает, доря нам радость и восторг». Грузинскому коньяку — 135 лет" (материалы специализированной выставки) — газета «Свободная Грузия», 17.06.2000.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჭიჭინაძე ზ., „მრეწველობის წარმომადგენელნი და ზუბალაშვილების გვარის ისტორია“, ტფილისი, 1904, გვ. 119
  2. რუს. «В губернии три частных завода, лесопильный в Поти, винокурный в Кутаиси и шелкомотальный в Зугдиди» (фонд 17.д.8980б ст. 107)
  3. «… о состоянии промышленности заводской и фабричной на Кавказе и за Кавказом в 1873 г.» ((К.К.) 1875 г. ст.212)
  4. «Кавказский календарь на 1895 год», 1894
  5. «Кавказский календарь на 1896 год», 1895
  6. «Кавказский календарь на 1897 год», 1896