გიორგი ბაგრატიონი

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული

გიორგი ბაგრატიონი (დ. მადრიდი, ესპანეთი, 2011 წ., 27 სექტემბერი) ― ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი. საქართველოს სამეფო ტახტის პრეტენდენტი.

გიორგი ბაგრატიონი

გიორგი ბაგრატიონი თეთრ ჩოხაში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 სექტემბერი, 2011 წ. (11 წლის)
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
დედა: ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ოჯახი რედაქტირება

ესპანეთში დაბადებული გიორგი ბაგრატიონი არის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილი, რომელიც გაჩნდა (მხოლოდ) 2010 წლის სამოქალაქო ქორწინებით (მათ ჯვარი დაიწერეს 2009 წლის თებერვალს და განშორდნენ ამავე წლის აგვისტოს).[1][2][3][4][5] მისი არსებობით, ის პოტენციურად აერთიანებს ბაგრატიონების მუხრანელებისა და გრუზინსკების შტოს პრეტენზიებს საქართველოს სამეფოს უწინდელ ტახტზე. თუ სხვა უფლისწული ბაგრატიონი არ დაიბადა არც გრუზინსკებსა და მუხრანბატონების შტოში, რომელიც იქნება უფროსი წარმომავალი მამაკაცის ხაზისა და დღემდე იცოცხლებს, ის გადხება ბაგრატიონების დინასტიის გენეოლოგიური მემკვიდრე, როგორც მთავარი ქართლ-კახეთის სამეფოს ბოლო მეფის, გიორგი XII შთამომავალი.[6][7][8]აგრეთვე, ის არის პირველი გაქრისტიანებული იბერიის მეფის, მირიან III პირდაპირი მემკვიდრე.

მას შემდეგ, რაც გიორგის მშობლები განქორწინდნენ, ის იყო მამამისთან ერთად გადაღებული რამდენიმე სამოქალაქო და რელიგიურ ღონისძიებებზე. 2016 წლის 2 აპრილს, ბატონიშვილ დავით მუხრანელის მიერ გაცილებული, გიორგი ეწვია და თბილისში ფოტო გადაიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II, რომელიც მან მონათლა.[9]

მემკვიდრეობის დავა რედაქტირება

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, მიუხედავად ამისა, ჯერ არ უღიარებია მისი შვილიშვილის, როგორც ქართული ტახტის ანდა გრუზინსკების მემკვიდრედ.[10][11]

ნუგზარმა მოსთხოვა დავითს ხელი მოეწერა წერილობით შეთანხმებისთვის მისი და გრუზინსკების შტოს საქართველოს ტახტისა და ქართველი მეფეების შთამომავლობის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეებად ასაღიარებლად. [12]

ნათლობა რედაქტირება

გიორგი ბაგრატიონის მონათვლა გაიმართა 3 ნოემბერს 2013 წ. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მთავარეპისკოპოსის, ილია II სვეტიცხოველის ტაძარში, მცხეთაში.[13][14][15][16] მისი ნათლიებია თავად პატრიარქი, მისი ბიძები ირალკი და უგო (გურამ), ლევან ვასაძე, რომელზეც იძახიან, რომ ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან[17] და ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან[18] და გიორგი ახვლედიანი, ესპანეთის საპატიო კონსული[19]. საქართველოს მთავრობის მინისტრებიდან ირაკლი ალასანია და ნოდარ ხადური.[20] აგრეთვე ცერემონიას ესწრებოდნენ, ისევე როგორც დანარჩენი სტუმრები, რუსეთიდან, სერბეთიდან, ესპანეთედან, პორტუგალიიდან, ამერიკიდან, ავსტრიიდან და რუმინეთიდან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II განაცხადა[21][22]:  

დღეს არის ბედნიერი დღე და ისტორიული დღე. უფლისწული გიორგი მოინათლა ამ წმინდა ტაძარში, სადაც განსვენებული არიან მისი წინაპრები... ასეთი ნათლობა არ ყოფილა 1801 წლიდან.

მისმა უგანათლებულესობამ, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ შვილიშვილის ნათლობის შემდეგ თქვა:

ბატონიშვილი გიორგი არის გაერთიანებული საქართველოს მეფის, გიორგი VIII და ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII პირადპირი მემკვიდრე დედის ხაზით და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ დედამისისგან მომავალში მიიღებს სამეფო აღიარებას.

 

გიორგის ნათლიამ ლევან ვასაძემ ნათლობის შემდეგ განცხადა: [23][24]

გილოცავთ ყველას. ეს არის ისტორიული დღე. ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა ზეიმობს ჯერ თავის სახელმწიფოებრიობის აღდგენას, მერე ავტოკეფალიის აღდგენას და უკვე მყარი საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, როგორც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო ნათლია გიორგი ბატონიშვილისა.

 

ჯილდოები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაიბადა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი კვირის პალიტრა
  2. დავით და ანა ბაგრატიონებს მემკვიდრე-გიორგი ბაგრატიონი შეეძინათ , გეო ნიუსი.
  3. (რუსულად) Родился наследник Грузинского престола Русская народная линия.
  4. (რუსულად) В Грузии родился наследник царского престола Кавказ Online.
  5. (რუსულად) В Грузии родился Георгии Багратион-Багратиони Наша эпоха.
  6. Giorgi Bagrationi Has Arrived (არქივირებული).
  7. The Royal House of Georgia. Royal birth of Bagrationi Family(არქივირებული).
  8. Birth of a new heir! ინგლისურად. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი, 2013წ.. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2012 წ.
  9. The Royal House of Georgia. Royal birth of Bagrationi Family(არქივირებული).
  10. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი თვენახევრის შვილიშვილის-გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ტახტის მემკვიდრედ არ აღიარებს.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი, 2015 წ..
  11. ახალშობილ მუხრან ბატონს ბაბუა ტახტის მემკვიდრედ არ აღიარებს , ტაბულა.
  12. The Royal House of Georgia. დამ. ინფორმაციის დანართი N.13. The Legal Heir to the Royal Throne of the Georgian Bagrationi Dynasty
  13. Крещенье Георгия Багратиони ნუგზარ კერესელიძის ვიდეო.
  14. (რუსულად) В Грузии состоялось крещение царевича Георгия из рода Багратионов დაარქივებული 2013-11-05 საიტზე Wayback Machine. «Голос России».
  15. (ლიეტუვურად) Gruzijoje įvyko dviejų metų kunigaikščio Georgijaus krikštynos Kauno diena.
  16. (რუსულად) Патриарх Илия II: «Это исторический акт» - В Грузии крестили потомка древнего царского рода Багратионов Русская линия.
  17. (ინგლისურად) World press on political situation in Georgia (November 6, 2013). Retrieved 2013-11-11.
  18. მარგველაშვილი ლევან ვასაძის სკოლაში NetGazeti
  19. Consulate of the Kingdom of Spain დაარქივებული 2013-11-11 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 2013-11-11.
  20. სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს InterPressNews
  21. Palitranews.ge. უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის ნათლობა.
  22. პატრიარქი: დღევანდელი დღე ისტორიულია ExpressNews.
  23. ლევან ვასაძე: დღეს მყარი საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას GHN News დაარქივებული 2013-11-05 საიტზე Wayback Machine.
  24. Palitranews.ge. უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის ნათლობა.
  25. 25.0 25.1 Second Birthday of Giorgi Bagration Bagrationi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 2014-01-22
  26. (რუსულად) Грузинский принц стал почетным инспектором испанской полиции Грузия Online