გიმჩჰონი

სეულის რაიონი

გიმჩჰონი, იგივე გიმჩჰონგუ (კორ. 금천구?, 衿川區?) — რაიონი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.[1] აქვს თვითმმართველი სტატუსი.

გიმჩჰონი
Geumcheon-gu SEOUL.PNG
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
კოორდინატები 37°27′07″ ჩ. გ. 126°54′07″ ა. გ. / 37.45194° ჩ. გ. 126.90194° ა. გ. / 37.45194; 126.90194
ფართობი 13.01 კმ²
მოსახლეობა 242 510 (2010)
ოფიციალური საიტი http://www.geumcheon.go.kr/site/eng/main_set.php?giMenu=0100000000
გიმჩჰონი — სამხრეთი კორეა
გიმჩჰონი
Gasan digital complex station.jpg

სახელწოდებარედაქტირება

სამი სამეფოს პერიოდის განმავლობაში დღევანდელი გიმჩჰონის ტერიტორია ექვემდებარებოდა პექჩეს სახელმწიფოს მმართველობას, ხოლო მეოთხე საუკუნის ბოლოდან იგი კოგურიოს კონტროლის ქვეშ მოექცა. ამ დროს მას ეწოდა ინბოლოჰიონი (კორ. 잉벌 노현), ხოლო 940 წელს, ვან ტეჯოს მეფობის დროს, სახელი შეიცვალა „გიმჯუდ“; „გიმ“ (კორ. ) ნიშნავდა „საყელოს“, „ჯუ“ - „რეგიონს“ ან „პრეფექტურას“ (კორ. ). ითვლება, რომ პირველი მარცვალი „გიმ“ სახელში „გიმჩჰონი“ სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს.

1413 წელს, ჩოსონის დინასტიისას, ვანი ტეჯონის მეფობის დროს, ტერიტორია ცნობილი გახდა, როგორც გიმჩჰონჰიონი (კორ. 금천현) (ჰიონი იყო კორეის ტერიტორიების ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეული სილას დინასტიიდან გვიან ჩოსონამდე).

1795 წელს, ვან ჩონჯოს მეფობის დროს, რაიონის სახელი შეიცვალა და გახდა სიჰინჰიონი, რომელიც ზუსტად ასი წლის შემდეგ, 1895 წელს, გახდა „ქალაქი სიჰინი“, ახლანდელი სიჰინი.

„ჩჰონი“ ტერიტორიის სახელწოდებაში ნიშნავს „ნაკადულს“ ან „მდინარეს“. ეს მარცვალი მდინარე ანიანჩჰონის (კორ. 안양천?, {{{2}}}?) სახელწოდებიდანაა აღებული, რომელიც რაიონის დასავლეთ საზღვარზე გაედინება. „გუ“ (კორ. ) კი ნიშნავს „რაიონს“, „უბანს“.

მდებარეობა ქალაქის რუკაზერედაქტირება

რაიონის ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება გუროგუს რაიონი,აღმოსავლეთით - გვანაგგუ, დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება კიონგიდოს პროვინციის ორ ქალაქს: გვანმიონსა და ანიანს.

ისტორიარედაქტირება

ჩოსონის დინასტიის დროს, დღევანდელი გიმჩჰონის ტერიტორია ორი მიონის (კორ. ) შემადგენლობაში შედიოდა. ესენია დონმიონი (კორ. 동면) და სომიონი (კორ. 서면). 1931 წლამდე ტერიტორიას ერქვა ქალაქ სიჰინის რაიონი - დონმიონი.

1963 წლის 1 იანვარს, როგორც სეულის ტერიტორიის გაფართოების გეგმის ნაწილი, სიჰინის ნაწილი დონმიონი, კიონგიდოს პროვინციიდან გადავიდა დედაქალაქის რაიონ იონდინპჰოს შემადგენლობაში.

1980 წლის 1 აპრილს გუროგუს რაიონის არსებული გიმჩჰონგუ გამოეყო იონდინპჰოგუს შემადგენლობას. 1995 წლის 1 მარტს გიმჩჰონგუმ მოიპოვა დამოუკიდებლობა გუროგუსგან და ამავდროულად მოიპოვა თვითმმართველობის სტატუსი.

2008 წლის 1 იანვარს ადმინისტრაციული ტონების რაოდენობა გიმჩჰონში თორმეტიდან ათამდე შემცირდა.

 
რაიონის ადმინისტრაციული დაყოფა

საერთო მახასიათებლებირედაქტირება

გგიმჩჰონი იკავებს სეულის მთლიანი ფართობის 2,1%-ს. 46,3% (6,054 კმ²) უკავია საცხოვრებელ ადგილებს, 20,4% (2,663 კმ²) არის რეკრეაციული, მწვანე ზონები, ხოლო სამრეწველო ტერიტორიას უჭირავს მხოლოდ 1,1% (0,149 კმ²).[2]

რაიონის ტერიტორიის მოხაზულობა ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმართულ ფეხსაცმელს წააგავს.

ტრანსპორტირედაქტირება

რაიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გზატკეცილი გადის. მათ შორისაა: ნამბუ სუნხვანოს ჩქაროსნული გზა (კორ. 남부 순환로), რომელიც 1978 წელს გაიხსა; სოჰეან გოსოგტოროს (კორ. 서해안고속도로, „დასავლეთ სანაპირო ჩქაროსნული გზა“) ავტომაგისტრალი, რომელმაც მოქმედება 2002 წლიდან დაიწყო და რომელსაც მივყავართ ჩოლა ნამდოს პროვინციის ქალაქ მოპჰოში, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; სობუ კანსონტორო (კორ. 서부 간선 도로; „დასავლეთის გამყოფი გზა“), კორეის ნახევარკუნძულზე ნომერ პირველი მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი; მეტროს პირველი ხაზის განშტოება, რომელიც გიონბუსონის რკინიგზის ნაწილს წარმოადგენს (კორ. 경부선; „სეულ-პუსანის ხაზი“) და აკავშირებს დედაქალაქს საპორტო ქალაქ პუსანთან, ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით; სარკინიგზო ხაზი, რომელზეც კორეის ჩქაროსნული რკინიგზის მატარებლები გადაადგილდებიან.

განათლებარედაქტირება

რაიონში მდებარეობს თვრამეტი დაწყებითი, ათ საშუალო და შვიდი უმაღლესი სკოლა; აგრეთვე ჩვიდმეტი საბავშვო ბაღი. აღნიშნულ ტერიოტირაზე არ არის უნივერსიტეტები.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება