გიმრის ქედი (რუს. Гимринский хребет) — ქედი ჩრდილოეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში. გადაჭიმულია მდინარეების ავარიის ყოისუსა და სულაკის გასწვრივ 60-65 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 2338 მ. აგებულია კირქვებით. კალთებზე მთის სტეპი და მდელოებია, იზრდება მთის ქსეროფიტული მცენარეულობა, გვხვდება ტყეებიც.

გიმრის ქედი
კოორდინატები: 42°40′00″ ჩ. გ. 47°10′00″ ა. გ. / 42.66667° ჩ. გ. 47.16667° ა. გ. / 42.66667; 47.16667
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული დაღესტანი
სიმაღლე 2338 
გიმრის ქედი — რუსეთი
გიმრის ქედი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.