გივი გრამიტონის ძე იმერლიშვილი (დ. 10 მარტი, 1953, ხაშური, ხაშურის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ— გ. 13 ოქტომბერი, 2003) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი

გივი იმერლიშვილი
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1953
დაბადების ადგილი ხაშური, ხაშურის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 13 ოქტომბერი, 2003 (50 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია რედაქტირება

გივი გრამიტონის ძე იმერლიშვილი დაიბადა 1953 წლის 10 მარტს ხაშურის რაიონის სოფელ ბრილში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევის რვაწლიანი სკოლის მასწავლებელი, დაბა სურამის საშუალო სკოლის დირექტორი, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განყოფილების გამგე, ფონდების განყოფილების მთავარი მცველი, დირექტორის მოადგილე (1975-1990), დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (1994-2003). პარალელურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხაშურის ფილიალის ლექტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი ფეოდალური პერიოდის საქართველოს ისტორიაში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, მაჟორიტარი, ხაშურის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ხაშურის რაიონის პრეფექტი. გარდაიცვალა 2003 წლის 13 ოქტომბერს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 2016 წელი, გვ.118.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება