გიგი სულაკაური

ქართველი პოეტი და მწერალი

გიგი არჩილის ძე სულაკაური (დ. 16 ოქტომბერი, 1953, თბილისი — გ. 13 დეკემბერი, 2012) — ქართველი პოეტი, მწერალი.

გიგი სულაკაური
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1953(1953-10-16)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 13 დეკემბერი, 2012(2012-12-13) (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ხეტიალი
ჯილდოები პრემია „საბა“

ბიოგრაფია რედაქტირება

გიგი სულაკაური დაიბადა 1953 წლის 16 ოქტომბერს, მწერალ არჩილ სულაკაურის ოჯახში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“.

2008 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის — „გალას“ ჟიურის წევრი.

გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

წიგნები რედაქტირება

  • ზოდიაქის ბორბალი (ლექსები), თბ. ნაკადული, 1985
  • კედელი (ლექსები), თბ. მერანი, 1988
  • ხეები, ბიჭი და სხვ... (ლექსები), რედ. რუსუდან ლოლაძე, მხატვ. ჯემალ ზენაიშვილი, თბ. მერანი, 1995
  • მე და ჩემი ლიზა (მოთხრობები), თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2004, ISBN 99940-15-89-3
  • თამაში რევოლვერით (მოთხრობები, ესე), თბ. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008, ISBN 978-9941-403-35-4
  • საგნები თოვლში (ლექსები), თბ. : მერანი, 1982
  • ქუჩის ბიჭების გასაგონად[1] (ლექსები), მხატვ. ლაშა სულაკაური, თბ. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2000, ISBN 99928-52-52-6
  • ხეტიალი (ლექსები), თბ. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, მხატვარი ლაშა სულაკაური, 2011, ISBN 978-9941-9190-5-3

პრემიები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

ბმულები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება