გვაჯა[1] (ლათ. Brachyramphus) — ზღვის ფრინველთა გვარი მეჭვავიასნართა რიგის ალკასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 24–29 სმ. ცნობილია 3[2] (ადრე 2) სახეობა: ჭრელი გვაჯა (В. marmoratlis), ბუდობს ოხოტის ზღვის, კამჩატკისა და ჩრდილო-დასავლეთ ჩრდილოეთი ამერიკის სანაპიროების მთის ტყეებში; რუხი გვაჯა (В. brevirostris), ბუდობს ოხოტის ზღვის, ჩუკოტკის ნახევარკუნძულის, ვრანგელის კუნძულისა და ჩრდილო-დასავლეთ ჩრდილოეთი ამერიკის სანაპიროების მთებში; აზიური ჭრელი გვაჯა (B. perdix), რომელიც ადრე ჭრელი გვაჯის ქვესახეობად განიხილებოდა.[3] ბუდობენ მარტოხელა წყვილებად. დედალი დებს 1 ჭრელ კვერცხს. ბარტყები, როგორც ჩანს, ზღვამდე მთის ნიაღვრებში ცურვით აღწევენ. გვაჯები იკვებებიან ზღვაში, სანაპირო წყლებში კიბოსნაირებით, მოლუსკებით, პატარა თევზებით. ზამთარში მომთაბარეობენ ღიაწყლიან რაიონებში.[4]

გვაჯა

ჭრელი გვაჯა (Brachyramphus marmoratlis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Brachyramphus (Brandt, 1837)

სახეობები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 69, 109, 189.
  2. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 93. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 69, 109.
  4. Пыжики // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 20 — М., 1975.