გერჰარტ ჰაუპტმანი

(გადამისამართდა გვერდიდან გერჰარტ იოჰან რობერტ ჰაუპტმანი)

გერჰარტ ჰაუპტმანი (დ. 15 ნოემბერი, 1862, ობერზალცბრუნი — გ. 6 ივნისი, 1946, აგნეტენდორფი) — გერმანელი მწერალი, ლიტერატურული ნატურალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1912 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „დრამატული ხელოვნების დარგში ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და გამოჩენილი მოღვაწეობის ნიშნად".[24]

გერჰარტ ჰაუპტმანი
გერმ. Gerhart Johann Robert Hauptmann
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1862(1862-11-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი ობერზალცბრუნი[1]
გარდაცვალების თარიღი 6 ივნისი, 1946(1946-06-06)[16] [2] [3] [4] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი Jagniątków[17] [18] [19] [8]
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი[13] , ლირიკოსი, რომანისტი, ავტობიოგრაფი, სცენარისტი და მწერალი[13] [14] [20]
ენა გერმანული ენა
ეროვნება გერმანელები[21]
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
ალმა-მატერი იენის უნივერსიტეტი
Magnum opus ვირთხები, ჰანელეს ამაღლება და ფეიქრები
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[22] [23] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ქალაქ ვენის საპატიო ბეჭედი, წითელი არწივის მე-4 ხარისხის ორდენი, გოეთეს პრემია, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კარლის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ფრანც გრილპარცერის პრემია, ფრანც გრილპარცერის პრემია, ფრანც გრილპარცერის პრემია, Goethe Medal for Art and Science, Adlerschild des Deutschen Reiches და ორდენი „დამსახურებისათვის“
მეუღლე მარგარეტ ჰაუპტმანი[19] და Marie Thienemann Hauptmann
შვილ(ებ)ი ივო ჰაუპტმანი
ხელმოწერა
საიტი gerhart-hauptmann-gesellschaft.de

ჰაუპტმანი XX საუკუნის საუკეთესო გერმანელ დრამატურგად მიიჩნევა. მისი მრავალფეროვანი ლიტერატურული წარმოსახვის გამაერთიანებელი ელემენტია თანაგრძნობა ადამიანის ტანჯვის მიმართ; მისი პერსონაჟები ხშირად სოციალური ან სხვა ფორმის ძლადობის პასიური მსხვერპლები არიან. ჰაუპტმანის პიესები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.[25]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
გერჰარტ ჰაუპტმანი 17 წლის ასაკში

გერჰარტ ჰაუპტმანი 1862 წელს ქალაქ ობერზალცბურნში დაიბადა. დაწყებითი განათლება მან სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო 1974 წლიდან საშუალო განათლებაა ქალაქ ვროცლავში იღებდა, თუმცა 1878 წელს მან სწავლა შეწყვტა და მისი ბიძის ფერმაში სოფლის მეურნეობის შესწავლა დაიწყო. ამ პროფესიის დაუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მას სიცოცხლისთვის საშიში ფილტვების დაავადება დაუდგინეს.

ჰაუპტმანმა ვერ შეძლო პრუსიელთა არმიაში მოხვედრა, რის შემდეგაც მან 1880 წელს ვროცლავის ქანდაკების სკოლაში დაიწყო სწავლა. იქ მან გაიცნო იოსეფ ბლოკი, რომელთანაც მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ჰაუპტმანი სკოლიდან დროებით გარიცხეს „ცუდი ყოფაქცევისა და არასაკმარისა გულმოდგინების გამო“, თუმცა პროფესორ რობერტ ჰარტელის თხოვნით იგი დააბრუნეს. მან სწავლა 1882 წელს შეწყვიტა.

ჰაუპტმანმა თავისი ძმის ქორწილისთვის დაწერა პიესა „Liebesfrühling“. ქორწილში მან მარი ტიენემანი გაიცნო, რომელზეც მალევე საიდუმლოდ დაინიშნა. ტიენემანის ფინანსური დახმარების საშუალებით ჰაუპტმანმა იენის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და ლიტერატურის ისტორიის სწავლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა. მოგვიანებით ტიენემანის დაფინანსებით მან ძმასთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე იმოგზაურა. მისი მცდელობა იტალიაში მოქანდაკედ დამკვიდრებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედგაცრუებული ჰაუპტმანი გერმანიაში დაბრუნდა და ბერლინის უნივერსიტეტში ისტორიის სწავლა დაიწყო.

ჰაუპტმანმა 1885 წლის 5 მაისს მარი ტიენემენი ცოლად შეირთო. მათ თაფლობის თვე ქალაქ რიუგენში გაატარეს. ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ ისინი ბერლინის გარეუბან ერკნერში ცხოვრობდნენ, სადაც მათ სამი ვაჟი შეეძინათ. 1889 წელს ისინი შარლოტენბურგში გადავიდნენ, სადაც ჰაუპტმანი ნატურალისტთა ლიტერატურული კლუბის წევრი გახდა. იმ პერიოდში იგი ემილ ზოლასა და ივანე ტურგენევის შემოქმედებას ეცნობოდა.[25] ლიტერატურული გარემოს გავლენით ჰაუპტმანმა წერა დაიწყო. მისი პირველი პიესა, სოციალური დრამა „მზის ამოსვლამდე“, რომელიც თანამედროვე სოციალურ პრობლემებს ასახავს, 1889 წელს დაიდგა.[25] პიესამ გერმანული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია. ბურჟუაზიული საზოგადოება აღაშფოთა ალკოჰოლიზმისა და სექსუალობის რეალისტურმა აღწერამ. ჰაუპტმანის მომდევნო პიესები იყო „დაზავების ზეიმი“ 1890 წელს და „მარტოხელანი“ 1891 წელს. დრამატურგს საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1892 წლის პიესამ „ფეიქრები“, რომელიც 1840-იან წლებში სილეზიელი ფეიქრების აჯანყებაზეა. ჰაუპტმანის ცნობილი კომედიებია „კოლეგა კრემპტონი“ (1891) და „წავის ქურქი“ (1893).

1893 წელს ჰაუპტმანმა სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყო მსახიობ მარგარეტ მარშალკთან, რის შემდეგაც მისი ცოლი შვილებლად ერთად აშშ-ში გადავიდა. ჰაუპტმანმა ფრანგულენოვანი დადგმისთვის მოამზადა დრამა „The Assumption of Hannele“, რომლის პრემიერასაც არ დასწრებია, რადგან აშშ-ში ოჯახთან ჩავიდა. საბოლოოდ, 1904 წელს მისი და ტიენემენის ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.

 
ჰაუპტმანი ცოლთან ერთად თავის 70 წლის იუბილეზე, 1932 წელს

1900 წელს ჰაუპტმანს მარგარეტ მარშალკისგან ვაჟი, ბენვენუტო შეეძინა. 1901 წლიდან ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო 1904 წელს დაქორწინდნენ.

1904 წელს ჰაუპტმანმა ოქსფორდის ვორსტერის კოლეჯის, ხოლო 1909 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო.

1910 წელს ჰაუპტმანის პირველი რომანი „The Fool in Christ, Emanuel Quint“ გამოქვეყნდა, რომლის პროტაგონისტი მღვდელიც ერთმანეთში ურევს მზის თაყვანისცემასა და ქრისტიანობას. 1912 წელს გამოქვეყნდა მომდევნო რომანი „Atlantis“, რომლის მიხედვითაც მომდევნო წელს დანიური უხმო ფილმი გადაიღეს.

1912 წელს ჰაუპტმანს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „დრამატული ხელოვნების დარგში ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და გამოჩენილი მოღვაწეობის ნიშნად". 1915 წელს მას ვილჰელმ II-მ წითელი არწივის ორდენი გადასცა. მწერალმა 1932 წელს, გოეთეს დაბადებიდან ასი წლისთავზე აშშ-ში მის შემოქმედებაზე ლექციები წაიკითხა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.[26]

ჰაუპტმანი 1946 წლის 6 ივნისს ბრონქიტით გარდაიცვალა.

შემოქმედება

რედაქტირება
 
„ფეიქრების“ პოსტერი (1937)

ჰაუპტმანმა სახელი გაითქვა დრამით „მზის ამოსვლის წინ“ (1889), რომლის თემა - ბურჟუაზიული ოჯახის რღვევა - მის არაერთ ნაწარმოებში დამკვიდრდა („დაზავების ზეიმი“, 1890; „მარტოხელანი“, 1891). ჰაუპტმანი გერმანული ნატურალიზმის ფუძემდებლად მიიჩნევა, თუმცა მის შემოქმედებაში თვალსაჩინოა რეალისტური ელემენტებიც, აგრეთვე პესიმისტური ინტონაცია. თემისა და სტილის მხრივ ნოვატორულად აღიარეს მისი დრამა „ფეიქრები“ (1892). ჰაუპტმანმა მრავალ ჟანრში სცადა კალამი, წერდა ლექსებს, კომედიებს, დრამებს, ზღაპრებს; აღსანიშნავია ისტორიული ტრაგედია „ფლორიან გაიერი“ (1896). პირველი მსოფლიო ომის დროს პაციფისტის პოზიცია ეკავა; ამ პერიოდში ისტორიული და მითოლოგიური თემებით გატაცებასთან ერთად გადაიხარა ირაციონალიზმისკენ (დრამები „ზამთრის ბალადა“, 1917; „თეთრი მხსნელი“, 1920; რომანი „გიჟი ქრისტეისითა - ემანუელ კვინტი“, 1910 და სხვები), ფაშიზმის წლებში დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი „ჩემი სიჭაბუკის თავგადასავალი“ (ტ. 1-2, 1937), დრამატული ტეტრალოგია ბერძნული ლეგენდის სიუჟეტზე (1941-1944); ნაციზმისადმი მტრული განწყობილება გამოჩნდა მის პოემაში „დიდი სიზმარი“ (1942-1943). სიკვდილის წინ 1945 წელს, აირჩიეს „კულტურბუნდის“ საპატიო პრეზიდენტად.

ჰაუპტმანის შემოქმედებას ქართული საზოგადოება უკვე XX საუკუნის დასაწყისშივე იცნობდა. 1902 „მოამბის“ მე-2 - მე-4 ნომრებში გამოქვეყნდა ვინმე იან-იანის თარგმანი „დაძირული ზარი“ (დაიდგა 1915); ქართულ სცენაზე იდგმებოდა ჰაუპტმანის პიესები „დაზავების ზეიმი“ სათაურით „ავადმყოფი ხალხი“ (1901), „წავის ქურქი“ სათაურით „მელანიას ოინები“ (1903), „როზა ბერნდი“ (1904), „ფეიქრები“ (1904-1905, გამოქვეყნდა 1910), „მარტოხელანი" (1906), „ამხანაგი კრემპტონი“ (1907), „მზის ამოსვლამდე“ (1910), „ჰანელეს ამაღლება“ (1911), „მიხაელ კრამერი“ (1911), „შლუკი და იაუ“ (1912), „ვილჰელმ ჰენშელი“ (1915); 1979 „მზის ჩასვლის წინ“ დაიდგა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში (რეჟისორი მალხაზ ჟვანია).

ჰაუპტმანის შემოქმედებას მიუძღვნა წერილი კიტა აბაშიძემ სათაურით „ჰაუპტმანის ახალი პიესის გამო“ (გაზეთი "ივერია", 1906, № 7).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118546937 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Gerhart Hauptmann
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 8.2 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  14. 14.0 14.1 14.2 The Fine Art Archive — 2003.
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. Гауптман Герхарт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.
  18. Česko-Slovenská filmová databáze — 2001.
  19. 19.0 19.1 Encyclopædia Britannica
  20. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  21. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  22. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1912/
  23. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  24. nobel prize in literature 1912.
  25. 25.0 25.1 25.2 Gerhart Hauptmann - Britannica.
  26. Heuser, F.W.J. (1938). "Hauptmann's Trip to America," Germanic Review, Vol. 13, pp. 3–31.