გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა

გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა (გერმ. Deutsch-Ostafrika) — გერმანიის კოლონია აფრიკაში, რომელიც არსებობდა თანამედროვე ტანზანიის, ბურუნდის და რუანდის ტერიტორიებზე.

გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა
Deutsch-Ostafrika
კოლონია

 

 

1871–1919
 

 

 

დროშა გერბი
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქი ბაგამოიო (1885–90)
დარ-ეს-სალამი (1890–1918)
ენები გერმანული (ოფიციალური), სუაჰილი, რუანდა-ბურუნდიული, მასაი, ჩაგა
რელიგია ისლამი, ტრადიციული აფრიკული რელიგიები, ქრისტიანობა (კათოლიციზმი და ლუთერანობა)
მთავრობა კოლონია
იმპერატორი
 -  1871–1888 ვილჰელმ I
 -  1888-1888 ფრიდრიხ III
 -  1888–1918 ვილჰელმ II
გუბერნატორი
 -  1895–96 ჰერმან ფონ ვისმანი (პირველი)
 -  1912–18 ჰაინრიჰ შნი (უკანასკნელი)
ისტორია
 -  შეიქმნა 27 თებერვალი 1871
 -  ჰელგოლანდ-ზანზიბარის ხელშეკრულება 1 ივლისი
 -  მაჯ მაჯის აჯანყება 21 ოქტომბერი
 -  ბრიტანეთის კაპიტულაცია 25 ნოემბერი
 -  გაუქმდა 28 ივნისი 1919
ფართობი
 -  1913 995 000 კმ² (384 172 მლ²)
მოსახლეობა
 -  1913 წელი 7 700 000 
სიმჭიდროვე 7,7 /კმ²  (20 /მლ²)
დღეს ამ ტერიტორიაზე ბურუნდის დროშა ბურუნდი
კენიის დროშა კენია
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
რუანდის დროშა რუანდა
ტანზანიის დროშა ტანზანია
 
გერმანიის კოლონიები აფრიკაში, გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა (წითელი ფერით)

ამ მხარეში გერმანიის აქტიურობის დასაწყისი სათავეს იღებს 1885 წლიდან, როდესაც გერმანიის მთავრობამ გერმანიის ინტერესების დაცვისათვის ტერიტორიის ათვისების უფლება აჩუქა კარლ პეტერსის კომპანიას, რომელიც ხელმძღვანელობდა «გერმანული კოლონიზაციების საზოგადოებას». 1890 წელს დაიწყო აბუშირის აჯანყება. გერმანიის ხელისუფლება იძულებული იყო გაეგზავნა ჯარი გერმან ვისმანის ხელმძღვანელობით და წაერთვა საზოგადოებისთვის მისი საკუთრება, რითაც მას კოლონიად გადააქცევდა. გერმანელების დროს დაიწყო მიწების კულტივირება, რკინიგზის გაყვანა, სკოლების მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მაგრამ კოლონიისგან ეკონომიკური უკუგება გერმანიას არც არასდროს არ მიუღია: აღმოსავლეთი აფრიკის სუბსიდირება გრძელდებოდა გერმანიის ხელისუფლების მიერ. ადმინისტრაციული კუთხით კოლონიის ხელმძღვანელობა ეყრდნობოდა ტომის ბელადებთან ურთიერთობაზე (კოლონიზაციის პირველ ოც წელიწადში, გერმანელებს მუდამ უხდებოდათ ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყებების ჩახშობა კოლონიზატორების მიმართ). გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკაში აქტიურად ასახლებდნენ გერმანელ კოლონისტებს: 1903 წელს მათი რაოდენობა იყო 650 ადამიანი, ხოლო 1914 წელს დაახლოებით 5500 ადამიანი.

პირველი მსოფლიო ომის დროს კოლონიის შეიარაღებულ ძალებს (შედგებოდა 3 ათასი ევროპელისაგან და 11 ათასი ადგილობრივისაგან) მეთაურობდა პოლკოვნიკი პაულ ემილ ფონ ლეტოვ-ფორბეკი, რომელიც 1914 წლიდან 1918 წლამდე წარმატებით ატარებდა ბრძოლებს ბრიტანულ და პორტუგალიულ კოლონიალურ ჯარებთან. მოგვიანებით ის იძულებული გახდა უკან დაეხია ბელგიის კონგოს მხრიდან თავდასხმისა და რესურსების უკმარისობის გამო. პაულ ემილ ფონ ლეტოვ-ფორბეკმა მცირე რაზმით წინ წაიწია მოზამბიკის ტერიტორიისკენ და ჩრდილოეთ როდეზიისკენ, სადაც შეიტყო გერმანიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის დადებული ზავის შესახებ და გასცა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, ის კი გახდა კოლონიალურ გერმანიაში ერთადერთი შეიარაღებული ფორმირების მთავარსარდალი, რომელიც მტერს არ ჩაბარდა. შემდგომში ადგილობრივი მეომრები, რომლებიც მონაწილეობდნენ გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის ბრძოლებში, პენსიას იღებდნენ ვაიმარის რესპუბლიკის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებისგან.

1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიხედვით გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის ტერიტორია დაიყო: დასავლეთი ნაწილი გადაეცა ბელგიას (რუანდა-ურუნდი), დანარჩენი ნაწილი დიდ ბრიტანეთს გადაეცა მფლობელობაში, რომელმაც სახელი შეუცვალა კოლონიას და უწოდა ტანგანიიკა . ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობა მიიღო 1961 წელს.