სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერმანე.

გერმანე — ქართველი საეკლესიო მოღვაწე. დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1769-1781 წლებში, თბილისის მიტროპოლიტი 1781-დან XVIII საუკუნის მიწურულამდე, ქართლის სამეფო კართან დაახლოებული პირი. მიტროპოლიტობის დროს იყო დიკასტერიის (საკათოლიკოსოსთან არსებული ადმინისტრაციულ-სასამართლო ორგანო) წევრი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1966.