გერდნერი (ინგლ. Lake Gairdner) — გაუდინარი წყალმარჩხი მლაშე ტბა ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიაში. გაწოლილია ქალაქ ადელაიდიდან ჩრდილო-დასავლეთით 386 კმ-ში, სპენსერის ყურის ჩრდილოეთით. მდებარეობს ნახევარუდაბნო ვაკეზე, ზღვის დონიდან 121 მ სიმაღლეზე. მაქსიმალური სიგრძე 160 კმ, სიგანე 48 კმ. ფართობი დაახლოებით 4,7 ათ. კმ².[1]

გერდნერი
ტბის სამხრეთი დაბოლოება
ტბის სამხრეთი დაბოლოება
კოორდინატები: 31°34′ ს. გ. 136°00′ ა. გ. / 31.567° ს. გ. 136.000° ა. გ. / -31.567; 136.000
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტერიტორიული ერთეული სამხრეთი ავსტრალია
სიმაღლე ზღვის დონიდან 121 
სიგრძე 160 კმ
სიგანე 48 კმ
ფართობი 4700 კმ²
გერდნერი — ავსტრალია
გერდნერი
გერდნერი — სამხრეთი ავსტრალია
გერდნერი

წელიწადის მშრალ სეზონში ბრტყელი ღრმულია, რომელიც დაფარულია საფლობი ლამითა და მარილიანი ქერქით. წვიმების პერიოდში ღრმული წყლით ივსება. ევერარდისა და ჰარისის ტბებთან ერთად შეადგენს გერდნერის ტბის ეროვნული პარკის ტერიტორიას.[2]

ტბები ოდესღაც შიდა ზღვის ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლებიც კარპენტარიის ყურემდე ვრცელდებოდნენ.[3] ტბას ასაზრდოებს 6 შრობადი ნაკადული, მათ შორის: გარდენ-უელ-კრიკი, გორჯ-კრიკი და იელტაბინა-კრიკი.[4] ტბას სახელი ეწოდა 1857 წელს კოლონიური ოფისის ავსტრალიის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი კლერკის — გორდონ გერდნერის პატივსაცემად. ტბა აღწერა სამხრეთ ავსტრალიის გუბერნატორმა რიჩარდ გრეივზ მაკდონელმა 1857 წლის ოქტომბერს.

გერდნერი გარშემორტყმულია ცხვრის სადგურებით, რომლებიც ქვიშიან ბორცვებსა და მლაშობ მცენარეულობას შორის ვრცელდება. 1990 წლიდან მოყოლებული ტბაზე იმართება „სიჩქარის კვირეული“.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება