ბერნჰარდ რიმანი

გერმანელი მათემატიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან გეორგ ფრიდრიხ ბერნჰარდ რიმანი)

გეორგ ფრიდრიხ ბერნჰარდ რიმანი (გერმ. Bernhard Riemann [ˈʁiːman] ( მოსმენა); დ. 17 სექტემბერი, 1826 — გ. 20 ივლისი, 1866) — გერმანელი მათემატიკოსი.

ბერნჰარდ რიმანი
გერმ. Bernhard Riemann
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1826(1826-09-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი იამელნი
გარდ. თარიღი 20 ივლისი, 1866(1866-07-20)[2] [3] [4] [9] [5] [6] [7] (39 წლის)
გარდ. ადგილი ვერბანია
დასაფლავებულია cemetery of Biganzolo[4]
მოქალაქეობა ჰანოვერის სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და პროფესორი[10]
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Johanneum Lüneburg
განთქმული მოსწავლეები ერნსტ კრისტიან იულიუს შერინგი და Gustav Roch
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[10] და ჰაბილიტაცია[10]
მეუღლე Elise Koch
მამა Friedrich Bernhard Riemann[11]
დედა Charlotte Ebell[11]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[12]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

1846 წელს ჩაირიცხა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1847-1849 წლებში ისმენდა კარლ გუსტავ იაკობ იაკობისა და პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლეს ლექციებს ბერლინის უნივერსიტეტში. 1849 წელს დაბრუნდა გეტინგენში, სადაც დაუახლოვდა ვილჰელმ ედუარდ ვებერს, რომელმაც მას გაუღვიძა ინტერესი ბუნებისმეტყველების საკითხებისადმი.

1857 წლიდან იყო გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. 1851 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „ერთი კომპლექსური ცვლადის ფუნქციის ზოგადი თეორიის საფუძვლები“, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა ანალიზური ფუნქციების თეორიის გეომეტრიულ მიმართულებას. რიმანის მიერ შემოღებულია ეგრეთ წოდებული რიმანის ზედაპირები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ მრავალსახა ფუნქციების გამოკვლევის დროს. შეიმუშავა კონფორმული ასახვების თეორია და ამასთან დაკავშირებით მოგვცა ტოპოლოგიის ძირითადი ცნებები, შეისწავლა სხვადასხვა არის შიგნით ანალიზური ფუნქციების არსებობის საკითხი.

რიმანის მიერ შექმნილი მეთოდები ფართოდ გამოიყენება ალგებრული ფუნქციებისა და ინტეგრალების თეორიაში, დიფერენცირებული განტოლებების ანალიზურ თეორიასა და რიცხვთა ანალიზურ თეორიაში. რიმანი იკვლევდა ფუნქციის ტრიგონომეტრიულ მწკრივად გაშლის საკითხს; ამასთან დაკავშირებით მოგვცა რიმანის აზრით, ინტეგრირების აუცილებელი და საკმარისი პირობა. რიმანმა შექმნა კერძოწარმოებულებიანი დიფერენცირებული განტოლებების ინტეგრირების მეთოდები.

1854 წელს ცნობილ ლექციაში „ჰიპოტეზებზე, რომლებიც წარმოადგენენ გეომეტრიის საფუძვლებს“, წამოაყენა სხვადასხვა მათემატიკური სივრცის (მისი ტერმინით „მრავალსახეობის“) ცნების, მათ შორის ფუნქციონალური და ტოპოლოგიური სივრცის, ზოგადი იდეა. დაწვრილებით განიხილა ეგრეთ წოდებული რიმანის სივრცეები, რომლებიც წარმოადგენენ ევკლიდეს, ლობაჩევსკისა და რიმანის გეომეტრიების შესაბამისი სივრცეების ცნებათა განზოგადებას. ფიზიკური სივრცის მიმართ თავისი იდეების გამოყენების განხილვისას რიმანმა დასვა საკითხი მისი „მეტრიკული თვისებების მიზეზების“ შესახებ და თითქოს იწინასწარმეტყველა ის, რაც შემდეგ გაკეთდა ფარდობითობის ზოგად თეორიაში. რიმანის იდეებმა და მეთოდებმა დასახეს ახალი მიმართულებები მათემატიკაში და ფართო გამოყენება პოვა მათემატიკასა და ფიზიკაში.

თხზულება რედაქტირება

  • Gesammelte mathematische Werke und wissenschaftlicher Nachlass, 2 Aufl., N. Y., 1953.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  9. Internet Philosophy Ontology project
  10. 10.0 10.1 10.2 http://www.encyclopedia.com/people/science-and-technology/mathematics-biographies/bernhard-riemann
  11. 11.0 11.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  12. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 301.