Icon delete yellow.svg ეს ეს სტატია წამოყენებულია წაშლის კანდიდატად.
მიზეზების გაგება და განხილვაში მონაწილეობა შეგიძლიათ განხილვის გვერდზე.

განხილვის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სტატიის გაუმჯობესება, თუმცა გთხოვთ, თავი შეიკავოთ სახელის შეცვლისა და შინაარსის არამოტივირებული წაშლისაგან. განხილვის დასრულებამდე არ ამოიღოთ ეს თარგი სტატიიდან.


სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წაშლის კანდიდატი/გაფრთხილება|გენრი დოლიძე|მიზეზი}}


ეს სტატია ნომინირებულია წაშლის კანდიდატად.


თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:წაშლის კანდიდატი}}

გენრი დოლიძე (22 ნოემბერი, 1988 წ.) - პოეტი, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი.

გენრი დოლიძე

ბიოგრაფიარედაქტირება

გენრი დოლიძე დაიბადა 1988 წლის 22 ნოემბერს. 1995-2006 წლებში სწავლობდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, ხოლო 2006-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2006 წელს მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია და დააფუძნა”ბათუმის ლიტერატურული კლუბი”, იყო მოხალისე მასწავლებელია ქობულეთისა და შუახევის ლიტერატურულ კლუბებში. არის ხუთი პოეტური კრებულის და ორი პიესის ავტორი.

2010-2017 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა “პოეზიის დილა გენრი დოლიძესთან ერთად” რადიო “საქართველოს ხმაში”, მუშაობდა საქართველოში ყველაზე ძველი გამომცემლობის – “მერანის” გენერალურ დირექტორად. 2017-2018 წლებში მუშაობდა აჭარის მწერალთა სახლში არტ-მენეჯერად. იყო ჟურნალ “ცისკრისა” და ჟურნალ “ჭოროხის” რედკოლეგიის წევრი.

ამავე წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში გადაცემა “მგზავრის წერილების” სცენარისტად, ავტორად და პროდიუსერად, გადაცემა  “ლიტერატურული პორტრეტების” ავტორად და პროდიუსერად, გადაცემა “ოქროს ფონდი”ს ავტორად და პროდიუსერად.

2016 წელს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრში დაიდგა მისი პირველი პიესა “მერე ვნახოთ, რა იქნება”.

2012 წელს პოეტური პუბლიკაციებისთვის მიენიჭა “ნიკოლოზ ბარათაშვილის” ლიტერატურული პრემია, 2015 წელს – ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია პოეზიაში, ხოლო 2017 წელს – ფრიდონ ხალვაშის სახელობის პრემია დრამატურგიაში.

პოლიტიკური კარიერარედაქტირება

16 წლიდან არის სამოქალაქო აქტივისტი. დღემდე აქტიურად მონაწილეობს მისი ქალაქის, ბათუმის და მთლიანად აჭარის რეგიონის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.

2018-2019 წლებში იყო ჰიბრიდული ომისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული პროექტის “ევროკლუბი” იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონული მენეჯერი, 2018-2020 წლებში იყო “სამოქალაქო მოძრაობის” აჭარის რეგიონული მენეჯერი.

2020 წლის ივნისიდან 2021 წლის თებერვლამდე იყო პოლიტიკური პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი.

არის “თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” კურსდამთავრებული (2020 წ.).

ოჯახირედაქტირება

ჰყავს მეუღლე, თამარ თედიაშვილი და ორი შვილი – თათუსია და იოანე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება