არაბინარული გენდერი

(გადამისამართდა გვერდიდან გენდერქვიარი)

არაბინარული (ინგლ. Non-binary) და გენდერქვიარი (ინგლ. Genderqueer) — ქოლგა-ტერმინები იმ გენდერული იდენტობებისთვის, რომლებიც მხოლოდ „კაცს“ ან „ქალს“ არ მოიცავს და გენდერული ბინარულობის საზღვრებს გარეთაა.[1] არაბინარული გენდერული იდენტობები ერთიანდება ტრანსგენდერობის ქოლგის ქვეშ, ვინაიდან არაბინარული ხალხი, როგორც წესი, საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ისეთ გენდერთან, რომელიც განსხვავდება მათთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისგან,[1] თუმცა ზოგიერთი არაბინარული ადამიანი თავს ტრანსგენდერად არ მიიჩნევს.[2]

არაბინარული ადამიანი შეიძლება იდენტიფიცირდებოდეს შუალედურ ან ცალკეულ მესამე გენდერთან,[3] ერთზე მეტ გენდერთან, არცერთ გენდერთან (აგენდერი) ან მისი გენდერული იდენტობა არ იყოს ფიქსირებული და იყოს ცვალებადი (გენდერფლუიდი).[4] გენდერული იდენტობა განსხვავდება სექსუალური ან რომანტიკული ორიენტაციისგან:[5] არაბინარულ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა სექსუალური ორიენტაცია აქვთ.[6] გარდა ამისა, არაბინარულობა იგივე არ არის, რაც ინტერსექსობა; ინტერსექსი ადამიანების უმეტესობა ქალად ან კაცად იდენტიფიცირდება[7]

არაბინარული ადამიანების გენდერული ექსპრესია მრავალგვარია, ზოგმა კი შეიძლება საერთოდ უარყოფს გენდერული იდენტობა. ზოგიერთ არაბინარულ ადამიანს აწუხებს გენდერული დისფორია.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Supporting & Caring for Transgender Children. Human Rights Campaign. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 8 April 2021
  2. Trans + Gender Identity en-US. ციტირების თარიღი: 11 October 2019
  3. Beemyn, Brett Genny (2008). „Genderqueer“. glbtq: An Encyclopedia of Gay, Lesbian, Bisexual, Transgender, and Queer Culture. Chicago, Illinois: glbtq, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2012. ციტირების თარიღი: 3 May 2012.
  4. Winter, Claire Ruth (2010). Understanding Transgender Diversity: A Sensible Explanation of Sexual and Gender Identities. Scotts Valley, California: CreateSpace. ISBN 978-1-4563-1490-3. OCLC 703235508. 
  5. Transgender Glossary of Terms. GLAAD Media Reference Guide. Gay & Lesbian Alliance Against Defamation. ციტირების თარიღი: 25 May 2011
  6. Stryker, Susan (2008). Transgender History. Berkeley, California: Seal Press. ISBN 978-1-58005-224-5. OCLC 183914566. 
  7. Understanding Non-Binary People: How to Be Respectful and Supportive (9 July 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 2020-06-17
  8. Hastings, Jennifer. (2016-06-17) Approach to genderqueer, gender non-conforming, and gender nonbinary people. ციტირების თარიღი: 2021-10-10