გელა კანდელაკი (დ. 2[1] ან 27 მაისი, 1940, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი. ხელის ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანა-გაგრას“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

გელა კანდელაკი
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1940 (1940-05-27) (84 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
საქმიანობა კინორეჟისორი
პროდიუსერი
სცენარისტი
მსახიობი
მშობლები მამა: ირაკლი კანდელაკი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გელა კანდელაკი დაიბადა ცნობილი დოკუმენტალისტის, ირაკლი კანდელაკის ოჯახში. 17 წლის ასაკიდან დაიწყო თანამშრომლობა „ქართულ ფილმთან“. 1962 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ხოლო 1966 წელს მოსკოვის კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იგი თეატრისა და კინოს რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგია.

გარდა პროფესიული საქმიანობისა, 1969 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წელს ჩაატარა ლექცია-სემინარი ბერლინის კინოაკადემიაში, 2010 წელს მიწვეულ იქნა პედაგოგად ევროპის კინომატოგრაფიის სტუდენტების საერთაშორისო ვორქშოფზე „Summer MEDIA Studio 2010“ (International Workshop for European Film Students).

გელა კანდელაკი სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალისა თუ კონკურსის ჟიურის წევრია. 1982 წლიდან საფუძველი ჩაუყარა „ბუდრუგანას“ ხელის ჩრდილების თეატრს; 2006 წლიდან თანამშრომლობს ფესტივალთან „თბილისი — თანამედროვე მუსიკის საღამოები“, რომლის ფარგლებში არაერთი მულტიმედიური წარმოდგენის თანაავტორია. 2009 წლიდან თანამშრომლობს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან, რომელთან ერთადაც არაერთი თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენის რეჟისორია. 2011 წლიდან ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიასთან ერთად დააფუძნა და ორგანიზებას უწევს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ნიქოზი“. ამავე სოფელში მდებარე ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ასწავლის ანიმაციასა და ჩრდილების თეატრის ხელოვნებას.

აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ლიტველ ხელოვანებთან. გელა კანდელაკის ხელმძღვანელობით 2012 წელს ლიტვურმა დასმა ვილნიუსში დადგა სპექტაკლი „ბიჭუნა და თოლიები“, რომელიც დრამატული და ჩრდილების თეატრის სინთეზს წარმოადგენს. 2013 წელს ბაქოში დადგა ფარაჯ ყარაევის მონოოპერა „მოგზაურობა სიყვარულში“. 2015–2016 წელს კლაიპედას თეატრალური უნივერსიტეტის ჯგუფი თბილისში მისი ხელმძღვანელობით დაოსტატდა ჩრდილების თეატრის სპეციფიკაში, სამსახიობო ოსტატობაში, დრამატურგიასა და რეჟისურაში. 2016 წელს დაარსდა „ბუდრუგანა ლიტვა“, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს „ბუდრუგანა გაგრასთან“. დაარსებული აქვს კინოსტუდიები „კვალი“ და „კვალი XXI”, „კინოცენტრი ქართული ფილმი — „აფხაზეთი“ , ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა“, „ბუდრუგანა – გაგრა“ და არის მათი სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება
  • 1965: „დღეს“ 10 წთ.
  • 1965: „ზაფხული გავიდა“ 10 წთ.
  • 1966: „გრძელი ღიღინი“ 18 წთ.
  • 1968: „საქართველოს მუზეუმი“ 30 წთ.
  • 1969: „ფეხბურთი უბურთოდ“ (ლერი სიხარულიძესთან ერთად) 20 წთ.
  • 1972: „ბავშვთა ნახატების გამოფენა“ 20 წთ.
  • 1979: „უბედურება“ 97 წთ.
  • 1979: „იმერეთი“ 20 წთ.
  • 1980: „ნოქალაქევი“ (თენგიზ მოდებაძესთან ერთად) 30 წთ.
  • 1983: „ვარძია“ 30 წთ.
  • 2007: „სოფელი“ (ტრილოგია „ხმელეთის 0,047%“) 120 წთ.
  • ფილმი-სპექტაკლები: „ძველი ვოდევილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერი

რედაქტირება

ანიმაციური ფილმები

რედაქტირება
  • „ყორანი“
  • „ჭირი“
  • „ბაბილინა“
  • „ოჯახი“
  • „მოლოდინი“
  • „პორტრეტი“
  • „ეფემერა“
  • „ტყვე“
  • „მონადირე“
  • 2005: „მგლის აღსარება“ რეჟ. რატი ნანეიშვილი
  • 2012: „ვან გოგის უკანასკნელი წერილი“ რეჟ. პაატა შენგელია
  • „ვეფხვი და მოყრმე“

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი

რედაქტირება

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები

რედაქტირება
  • „სვანეთი“
  • „ქალბატონ მარიამ ბაგრატიონის უკანასკნელი მოგზაურობა“

კოპროდუქცია

რედაქტირება

უნგრულ-ქართული მხატვრული ფილმები:

  • „უცნობი ეპიზოდები ფიროსმანის ცხოვრებიდან“
  • „სულელი ბროწეულის ხე“

ჯილდოები

რედაქტირება

2010: გრანპრი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე culture&„cultures“ ფილმისთვის „ხმელეთის 0,047%“ (საფრანგეთი)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 169, თბ., 1998–1999.
  1. კერესელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 510–511.