გელათის მართალი ლაზარეს აღდგინების ეკლესია

გელათის მართალი ლაზარეს აღდგინების ეკლესიაარქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, გელათის სამონასტრო კომპლექსის ახლოს. აგებულია X-XV საუკუნეებში.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესიისაგან მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, შესასვლელები სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთი კედლის შუაშია. საპერანგე წყობის შემორჩენილი ნაწილიდან ჩანს, რომ ეკლესია მოპირკეთებული იყო კარგად გათლილი, სწორკუთხა ფორმის კვადრებით. ინტერიერი ამოვსებულია ნანგრევებით და მიწით, ასევე ამოსულია მცენარეები. ნანგრევებში იძებნება ბატიყელა ლავგარდანის ფრაგმენტი. ეკლესიას გარედან ერთსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29841