გეზევრეთის ეკლესია
გეზევრეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზევრეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ძეგლი მდებარეობს სოფ. გეზევრეთის სასაფლაოზე, სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით ასიოდე მეტრში, მთის მოშიშვლებულ ფერდობზე.
დარბაზული ეკლესია მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთი კედლის წყობის პირველი რიგი, რომელიც ნაწილობრივ დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებზეც გრძელდება. აღმოსავლეთი კედლის წყობიდან გამომდინარე, ეკლესიას სწორკუთხა საკურთხეველი უნდა ჰქონოდა. საკურთხეველში შემორჩენილია შირიმის ბუნის ქვა. ეკლესიის გარშემო განლაგებულია XIX-XX საუკუნეების საფლავის ქვები მხედრული წარწერებით. აქა-იქ მიმობნეულია დანგრეული ეკლესიის ქვები და შირიმის რამდენიმე კვადრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 39